16.6 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

გიას ხაჭაპური მიყვარს, საქართველოში მზარეულების 75% კაცები არიან — ხაზარაძის არგუმენტები

- Advertisement -
- Advertisement -

თიბისი ჯგუფისა და საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მისი განცხადება ინფრასტრუქტურის მინისტრის მიმართ სექსისტური არ იყო. ამის დასამტკიცებლად პალიტრანიუსის ეთერში მან სხვადასხვა არგუმენტები და მაგალითები მოიყვანა.

მათ შორის ის, რომ თავადაც აცხობს ხაჭაპურს და ხორცსაც კი. აღნიშნა ისიც, რომ მისი საყვარელი ხაჭაპურის მცხობელი კაცია და ზოგადად მზარეულების უმეტესობა საქართველოში მამრობითი სქესისაა.

“ხაჭაპური ჩვენი ეროვნული პროდუქტია და თითქმის ყველა აცხობს ამ ხაჭაპურს. არ იგულისხმება ქალი. მე გეტყვით, რომ საქართველოში მზარეულების თითქმის 75% არიან მამაკაცები. უფრო მეტს გეტყვი, რომ ხაჭაპური, რომელიც მე მიყვარს ყველაზე მეტად არის გიას ხაჭაპური. გასინჯული გექნებათ ბათუმსა და თბილისში, ცომგამოცლილი ხაჭაპურია.

მე ის კაცი ვარ, რომ შემიძლია ბოდიშიც მოვიხადო, თუ ბოდიშია მოსახდელი. არანაირი განზრახვა და თვითონ შინაარსი ამაში არ ყოფილა. აქ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ხაჭაპური, როგორც ეროვნული პროდუქტი, რომელიც თითოეულ ოჯახში მზადდება. კაცებიც აკეთებენ, ქალების აკეთებენ და მეც გამომიცხვია, პირდაპირ გეტყვით, რა. ხორციც შემიწვავს”, — ამბობს ის.

ხაზარაძის თქმით, მან ის იგულისხმა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვა არ არის ხაჭაპურის ცხობის ტოლფასი.

“ღმერთმა დამიფაროს, რომ მე ქალს შევხედო მაგ კუთხით. ამიტომ, ვერაფერს ვერ მივიწეპებ, ისეთ რაღაცას, რომელიც შინაგანად ჩემში არ არის”, — ამბობს ის.

დღეს, 3 ოქტომბერს თიბისი ჯგუფისა და მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს ინფრასტრუქტურაზე და შესაძლოა, კარგად აცხობდეს ხაჭაპურს. მოგვიანებით მან განმარტა, რომ თანასწორობა მისთვის მნიშვნელოვანი პრინციპია და დროა ხაჭაპურზე საუბარი დასრულდეს.

პასუხად ცქიტიშვილმა თქვა, რომ ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად აცხობს ხაჭაპურს და კარგად აკეთებს მის საქმეს. მან ახალგაზრდა გოგოებს მოუწოდა, არ შეუშინდნენ ასეთი ტიპის განცხადებებსა და დამოკიდებულებას, ისწავლონ, გააკეთონ ის საქმე, რაც უყვართ და მიხედონ თავის ოჯახსა და ქვეყანას.

ამავე თემაზე:

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news