16.6 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

ინდოეთში მაჰათმა განდის ფერფლი მოიპარეს

- Advertisement -
- Advertisement -

ინდოეთში მემორიალიდან მაჰათმა განდის ფერფლი მოიპარეს. პოლიციის ინფორმაციით, ქურდობა 2 ოქტომბერს, განდის დაბადების 150 წლისთავზე მოხდა. გარდა ამისა, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლის ფოტოზე მწვანე საღებავით “მოღალატე” დააწერეს.

ფოტო: BBC

მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალში 1948 წლიდან ინახება, მას შემდეგ რაც ის ექსტრემისტმა მოკლა. მისი ფერფლი, ინდუიზმის ტრადიციების საწინააღმდეგოდ, რამდენიმე ნაწილად დაანაწილეს. ერთ-ერთი ნაწილი კი მადჰია-პრადეშის შტატის მემორიალში ინახებოდა.

მაჰათმა განდი, რომელიც ცნობილია, როგორც ინდოეთის “ერის მამა” 1868 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა. ეს თარიღი ინდოეთში სამ ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია, რომლის დროსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი ღონისძიებები იმართება. 2007 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ კი სწორედ ამ დღეს განდის საპატივცემულოდ ძალადობის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის აღნიშვნა დაიწყო.

მისი ნამდვილი სახელი და გვარი მოჰანდას კარამჩანდ განდია, რომელსაც მაჰათმა 1914 წელს შეარქვეს დიდი პატივისცემის ნიშნად — მაჰათმა ითარგმნება, როგორც დიადი სული.

ის იყო მწერალი, საზოგადოებრივი აქტივისტი და პოლიტიკოსი, რომელმაც არაძალადობრივი მეთოდებით გაილაშქრა ინდოეთში დიდი ბრიტანეთის კოლონიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. მან უზარმაზარი როლი შეასრულა იმაში, რომ ინდოეთი გათავისუფლებულიყო ძალადობრივი მმართველობისგან და დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. სწორედ ამ ფაქტიდან მალევე, 1948 წლის 30 იანვარს განდი მოკლეს.

განდის შეხედულებებმა პოლიტიკაზე და ზოგადად კაცობრიობის შესახებ მისმა კეთილშობილურმა მსოფლმხედველობამ შემდეგში გავლენა მოახდინა ისეთ ცნობილ ადამიანებზე, როგორებიც არიან მარტინ ლუთერ კინგი, ნელსონ მანდელა და სხვა.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news