16.6 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

- Advertisement -
- Advertisement -

სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოება ბათუმში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

“ჩემთვის დიდი პატივია გადმოგვეცა თქვენთვის ჯილდო იმ მხარდაჭერის აღსანიშნად, რომელიც გაუწიეთ ჩვენს ქვეყანას”, — განაცხადა ზურაბიშვილმა. (რუსთავი 2-ის თარგმანი)

ამ ორდენით ჯილდოვდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული ინტერესების, უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში . გარდა ამისა, სხვა სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვაში. ასევე, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა ან ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ნატოს დელეგაციის შემადგენლობაში ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები არიან. საბჭოს სხდომას როზ გოტმიულერმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად უხელმძღვანელა. საბჭოს წევრები, ასევე, შეხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news