20.7 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

მსახიობი ეკა ჩხეიძე შსს-ს მიმართავს | Rustavi2

- Advertisement -
- Advertisement -

მსახიობი ეკა ჩხეიძე შიშობს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს საფრთხე ემუქრებათ.
მსახიობისთვის ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი, რომელიც მას წლებია დასდევს და ემუქრება, გირაოთია გათავისუფლებული.

საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოების დასაცავად, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი სამართალდამცველებს მიმართავს. ეკა ჩხეიძე ბოლო წლებია, მისთვის უცნობი მამაკაცისგან მუქარის და ადევნების მსხვერპლია. როგორც აღმოჩნდა მამაკაცი, მსახიობს უკვე 5 წელია ავიწროებს. იყო ფაქტი, როდესაც მან სადარბაზოსთან გაისროლა კიდეც. 

როგორც მსახიობი “კურიერთან” ჰყვება, მოძალადე მას იძულებით ქორწინებას სთხოვს  წინააღმდეგ შემთხვევაში კი თვითმკვლელობით იმუქრება.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება ქორწინების იძულებაზე და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაზე დაიწყო, ბრალდებული დააკავეს. თუმცა სასამართლომ ის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. ეკა ჩხეიძე არ გამორიცხავს რომ მისთვის უცნობმა მამაკაცმა ადევნება კვლავ გააგრძელოს.

მსახიობზე მოძალადე, 56 წლის უჩა მიშველაძეა. ის პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში, უსაფრთხოების სამსახურში 10 წელია მუშაობს. ბიბლიოთეკის თანამშრომლების თქმით, დისციპლინური გადაცდენის გამო მას პრობლემები რამდენჯერმე ჰქონდა.

მსახიობის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს სამართალდამცავებმა შემაკავებელი ორდერი უკვე გამოუწერეს. შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართევლოში განმარტავენ, რომ მოძალადეს შეზღუდვები  დაუწესეს, მათ შორის ეკრძალება ეკა ჩხეიძის სამუშაო ან საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, ასევე სატელეფონო და ნებისმიერი სხვა სახის კონტაქტი.

დამნაშავის გათავისუფლების შემდეგ მოსალოდნელ საფრთხეებს არ გამორიცხავენ უფლებადამცველები, რომლებიც ეკა ჩხეიძის საქმეში უკვე ჩაერთნენ. ბაია პატარაია, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს პირადად დაიცავს, აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევბის დროს შსს-მ სპეციალური სამაჯურები უნდა გამოიყენოს, რათა მსხვერპლი მოძალადისგან მაქსიმალურად დაცული იყოს.

იმ შემთხვევაში თუ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი პოლიციას მოძალადის მხრიდან რაიმე სახის კონტაქტზე ინფორმაციას მიაწვდის, 56 წლის მამაკაცი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემენ.

- Advertisement -
Rustavi2.gehttp://www.rustavi2.ge
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რომელიც 1994 წელს დაარსდა, ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში.“

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news