ტაბულას ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

0
12
ფოტო: On.ge

ძალადობრივი აქციის მონაწილის მხრიდან, ტაბულას ჟურნალისტზე ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ითვალისწინებს. 

ტაბულას კითხვას, რატომ არ დაიწყო გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით, შსს-ში უპასუხეს, რომ “ამით დაიწყო და შემდეგ რაც გამოიკვეთება”.

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები ტაბულას ჟურნალისტს, ცისია კირვალიძეს, აქციის გაშუქებისას თავს დაესხნენ, ფიზიკურად შეეხნენ და ხელიდან მობილური გააგდებინეს. ჟურნალისტი ძალადობრივ აქციას აშუქებდა.

აქციის რამდენიმე მონაწილეს LIVE-ში ყოფნისას ჟურნალისტის კომენტარები არ მოეწონა, რასაც ერთერთი მათგანის მხრიდან, კირვალიძეზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. პოლიცია ადგილზე არ იმყოფებოდა.