14.5 C
London
კვირა, მაისი 31, 2020

ხელოვანები ჰომოფობიისა და ცენზურის წინააღმდეგ – ფილმს “და ჩვენ ვიცეკვეთ” სოლიდარობას უცხადებენ | Rustavi2

- Advertisement -
- Advertisement -

“და ჩვენ ვიცეკვეთ” – ფილმის ჩვენების პირველმა დღემ ჰომოფობიური და რადიკალური ჯგუფების აგრესიული განცხადებებისა და თბილისის ცენტრში ძალადობის ფაქტების ფონზე ჩაიარა.

ორი მამაკაცის სიყვარულზე გადაღებული ფილმის შემოქმედებით ჯგუფს მხარდაჭერა კოლეგებმა საგანგებო მიმართვით გამოუცხადეს. განცხადებას ხელს აწერს ყველა თაობის ხელოვანი, მათ შორის ისინი, ვისაც საბჭოთა კავშირში უცხოვრია და კარგად იცის თავისუფლების ფასი.

კინორეჟისორები, სცენარისტები და მსახიობები ამბობენ, რომ მუქარა და ძალადობა გაუმართლებელია. სახელმწიფოს კი მოუწოდებენ, არ დაუშვას ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ კინოთეატრში მისული ადამიანების საფრთხეში ჩაგდება. ხელოვანები თანხმდებიან, რომ რადიკალური ძალები ქვეყნის დემოკრატიასა და ევროპულ არჩევანს აზიანებენ.

კოლეგების გარდა ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” შემოქმედებით ჯგუფს სოლიდარობა ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს. მწერლები და პოეტები ღიად ამბობენ, რომ რადიკალური ძალების უკან რუსეთს ხედავენ.

ცენზურა კატეგორიულად მიუღებელია სხვა ხელოვანებისთვისაც. მუსიკოსები და მხატვრები ამბობენ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში, ევროპულ ქვეყანაში ისეთ მოვლენებს, რომელიც ორი დღეა თბილისში ვითარდება,  ადგილი არ უნდა ქონდეს. ხელოვანები ამბობენ, რომ საზოგადოებამ ყურადღება ქვეყნის მთავარ პრობლემაზე ოკუპაციაზე უნდა გადაიტანოს.

ყველა მხარდამჭერსა და კინოში მისულ მაყურებელს ფილმის ავტორმა შვედეთიდან მადლობა გადაუხადა. ლევან აკინმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

“ძალიან ვამაყობ, რომ არცერთმა კინოთეატრმა არ დაიხია უკან, არ გააუქმა დაგეგმილი და გაყიდული კინოჩვენება და ნაცვლად ამისა, სოლიდარობა გამოხატა. ქართულმა აუდიტორიამ საბოლოოდ ნახა ეს ფილმი. ეს ბრძოლა დასასრულიდან შორსაა. მე ძალიან შთაგონებული და შეძრული ვარ, ყველა მამაცი მაყურებლით, ვინც მედგრად იდგა და არ შეშინდა,”- დაწერა ლევან აკინმა.

თბილისში მიმდინარე ჰომოფობიური პროტესტის ფონზე ფილმი სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს.  მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი ამჯერად ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდოს ნომინანტი გახდა და საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ტიტულისთვის იბრძვის. გელბახიანის კონკურენტთა შორის ანტონიო ბანდერასი და ჟან დუჟარდენი არიან.

- Advertisement -
Rustavi2.gehttp://www.rustavi2.ge
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რომელიც 1994 წელს დაარსდა, ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში.“

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news