პარასკევი, აგვისტო 7, 2020
No menu items!
No menu items!
Home პოლიტიკა ეკა ბესელია : პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა სახიფათო, ცუდი და დემოკრატიის საწინააღმდეგო...

ეკა ბესელია : პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა სახიფათო, ცუდი და დემოკრატიის საწინააღმდეგო არჩევანია

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, ბოლო დროს განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, არ აქვს მოლოდინი, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტი მხარდაჭერილი იქნება.

ეკა ბესელია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრს მიმართავს, საზოგადოებისთვის მიცემული დაპირების უგულველყოფა, ქვეყნისთვის სახიფათო არჩევანი იქნება.

„იმდენად ცუდად ვითარდება პროცესები, არ მაქვს კარგი მოლოდინი და არ მინდა, ეს გამართლდეს. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრსა და იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ, გადაწყვეტილება მიიღონ – ეს არის ძალიან სახიფათო არჩევანი ქვეყნისთვის. თუ საჯაროდ მიცემული დაპირება იქნება უგულველყოფილი, ეს დააზიანებს, როგორც საკუთარ ხალხთან მმართველი პარტიის მიმართ დარჩენილ ნდობას და რეპუტაციას, ასევე, ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო არენაზე. პროპორციულ სისტემაზე უარი სახიფათო, ცუდი და დემოკრატიის საწინააღმდეგო არჩევანია. ბიძინა ივანიშვილს აქვს იმდენი გავლენა და ბერკეტი, რომ ერთ პოზიციამდე მიიყვანოს დეპუტატები, რომლებიც ზოგი ძალით იბრაზებს თავს და ზოგი შეიძლება, გულწრფელადაც. სხვაგვარად გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოფილა ამ ქვეყანაში დასაცავი, რადგან საკუთარი პარტია, დეპუტატები აუჯანყდნენ და პარტიის შიგნით ვითარებას ვერ მართავს. მაშინ სურათი იქმნება, რომ ეს ადამიანები გამოდიან პარტიის თავმჯდომარის წინააღმდეგ. მაჟორიტარების ამბოხების მე არ მჯერა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება დეპუტატ დაჩი ბერაიას განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი გადარწმუნება ვერ მოახერხა, ბესელია ამბობს, რომ ამის არ სჯერა.

„დაუჯერებელია. დაჩი ბერაია საზოგადოებამ თავდაპირველად იმით გაიცნო, რომ ხულიგანივით სულ იქაჩება, ბოლოს კი ამ ამბებით. საზოგადოებას ბერაია არ გაუცვნია, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ვინც იმ პრობლემებსა და კანონპროექტებზე საუბრობს. მისი ხმა არც მაშინ მახსოვდა, როცა „ქართუში“ მუშაობდა და „ქართუს“ თავს ესხმოდნენ, უბედურება იყო იმ წლებში. მისი ხმა არც ამ პარლამენტში და არც ჩემს კომიტეტში გამიგია“,-აღნიშნა ბესელიამ.

Timer.Gehttp://timer.ge
საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო Timer.ge პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები