• მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სხვადასხვა
    • ეკონომიკა
    • სოციალური მედია
    • მსოფლიო
    • კულტურა
  • სააგენტოები
    • IPN.GE
  • ვიდეო არხი
  • არქივი
    • პერსონები
Allmedia.News
  • Rustavi2.Ge
  • IMEDI.GE
  • 1tv.Ge
  • ipn.ge
  • ON.GE
  • newposts.ge
  • Radiotavisupleba.Ge
Allmedia.News
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სხვადასხვა
    • ეკონომიკა
    • სოციალური მედია
    • მსოფლიო
    • კულტურა
  • სააგენტოები
    • IPN.GE
      რეჯეფ ტაიფ ერდოღანი - ისრაელი კლავს უდანაშაულო დედებს, ბავშვებს, მოხუცებს, ჩვენ არ შევწვეტთ პალესტინელთა უფლებების დაცვას

      რეჯეფ ტაიფ ერდოღანი - ისრაელი კლავს უდანაშაულო დედებს, ბავშვებს, მოხუცებს, ჩვენ არ შევწვეტთ პალესტინელთა უფლებების დაცვას

      ვლადიმერ პუტინმა ზელიმხან ხანგოშვილს „ბანდიტი“ და „მკვლელი“ უწოდა

      ვლადიმერ პუტინმა ზელიმხან ხანგოშვილს „ბანდიტი“ და „მკვლელი“ უწოდა

      პუტინი ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილებზე - ასეთი გადაწყვეტილებების საფუძველი არა სპორტზე ზრუნვა, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებია

      პუტინი ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილებზე - ასეთი გადაწყვეტილებების საფუძველი არა სპორტზე ზრუნვა, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებია

      შსს-ს ცნობით, დიღომში 28 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 39 წლის მამაკაცია დაკავებული

      შსს-ს ცნობით, დიღომში 28 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 39 წლის მამაკაცია დაკავებული

  • ვიდეო არხი
  • არქივი
    • პერსონები
Home
პოლიტიკა

მთელი პასუხისმგებლობით მოგიწოდებთ, შეეშვით ამ სპექტაკლის გაგრძელებას

ნოემბერი 14th, 2019 News.Ge News.Ge პოლიტიკა

მთელი პასუხისმგებლობით მოგიწოდებთ, შეეშვით ამ სპექტაკლის გაგრძელებას
გააზიარე ....
Share with your friends










Submit

მიიღეთ გადაწყვეტილება და ნუ ეთამაშებით ცეცხლს, რამეთუ ყველაფერი ეს შეიძლება დამთავრდეს ძალიან ცუდად, პირველ რიგში, თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დაფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე პარლამენტში მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაზარაძე „ქართულ ოცნებას“ დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოში ახალგაზრდებისა და საზოგადოების პროტესტის შედეგად ჩვენ მივიღეთ დაპირება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე. ბოლო სამი დღეა ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს ამ საკითხის სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით. ეს სპექტაკლი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული და არის სრული ფარსი, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანს და მის გაუგებრობაში გადაყვანას და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ემსახურება ისევ და ისევ გამოსავლის მოძებნას, თუ როგორ შეინარჩუნოს „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება.

ჩვენ გვინდა მთელი პასუხისმგებლობით მოგიწოდოთ, რომ შეეშვათ ამ სპექტაკლის გაგრძელებას, რომელიც, როგორც ჩანს, მრავალსერიანია.

მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ მიეცით ქართულ საზოგადოებას, ნუ ეთამაშებით ცეცხლს, რამეთუ ყველაფერი ეს შეიძლება დამთავრდეს ძალიან ცუდად, პირველ რიგში, თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ქვეყანაში შეიძლება შეჩერდეს დემოკრატრიული პროცესების განვითარება და ჩვენ შეიძლება მივიღოთ სერიოზული ქაოსი არა მარტო პოლიტიკური, არამედ სხვა ქაოსიც.

ამიტომ მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ, მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ჩვენი ქვეყნის მომავალს, დემოკრატიულ განვითარებას და შეასრულოთ ის დაპირება, რომელიც დიდი პროტესტის, ზარალის და ადამიანების ჯანმრთელობისა და მდგომარეობის ფასად იქნა მოპოვებული“,- განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, როგორი იქნება მოძრაობა “ლელოს“ გეგმა, ხაზარაძემ განაცხადა, რომ თუ მდგომაროება გართულდება, ის ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

„დაველოდებით დღეს. გამოვთქვი პროგნოზი, რომ სიტუაცია შეიძლება გართულდეს და გადავიდეს უმართავ მდგომარეობაში. შესაბამისად, ვიმოქმედებთ ჩვენი ხალხის და ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, როცა ლაპარაკია ქვეყნის მომავალზე, „უცებ ორი ან სამი დეპუტატი, რომლის ხმაც საერთოდ არ გაგვიგია, ისეთ ვაჟკაცურ განცხადებას აკეთებს, რომ უპირისპირდება არა მარტო მის ხელმძღვანელს, არამედ პარტიას, ეს არის ფარსი“.

„როცა მარიხუანას კანონპროექტის გატანა იყო, „ქართული ოცნება“ იყო ერთსულოვანი და არავის გამოუთქვამს პროტესტი ამ კანონმდებლობის წინააღმდეგ იმიტომ, რომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის კანონპროექტი. როცა არასწორ პრივატიზაციაზეა საუბარი, რომელიც ახლა გაცხადებული იყო წყალტუბოს მაგალითზე, რომ ეს უნდა ჩატარებულიყო გამჭვირვალედ, კონკუტენტუნარიან გარემოში, არავის პროტესტი მე არ დამინახავს. როცა ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, იქ უცებ ორი ან სამი დეპუტატი, რომლის ხმაც საერთოდ არ გაგვიგია ჩვენ, ისეთ ვაჟკაცურ განცხადებას აკეთებს, რომ უპირისპირდება არა მარტო მის ხელმძღვანელს, ვინც შექმნა ეს ადამიანი, არამედ პარტიას, ეს არის ფარსი. ამას ჩვენ ვერ მივიღებთ, ეს არის ტყუილი, შესაბამისად, ეს ტყუილები თავისკენ დაიტოვონ, მოემსახურონ ქვეყანას და შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც ქვეყანამ და ამომრჩეველმა მათ დააკისრა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

Next article დიმიტრი ხუნდაძის თქმით, უმრავლესობა პროპორციულ სისტემაზე ვერ შეთანხმდა
Previous article ჰარცელის თქმით, პროპორციული სისტემის ჩაგდება 2020 წლის არჩევნებისთვის პოლარიზაციას გაზრდის

Facebook Comments

News.Ge

News.Ge

მრავალფეროვანი საზოგადოების ყველა სეგმენტზე ორიენტირებული მედიაპროდუქტია რომელიც უზრუნველყოფს მოვლენების მაქსიმალურად ზუსტ და ობიექტურ გაშუქებას.

მსგავსი სტატიები

სამწუხაროდ, დღეს ბევრი ვაიპატრიოტი ეწინააღმდეგება ყველანაირ მშენებლობას, განსაკუთრებული ძალისხმევით ებრძვიან ჰესების განვითარებას პოლიტიკა
დეკემბერი 10th, 2019

სამწუხაროდ, დღეს ბევრი ვაიპატრიოტი ეწინააღმდეგება ყველანაირ მშენებლობას, განსაკუთრებული ძალისხმევით ებრძვიან ჰესების განვითარებას

ყველაზე გვიან, პარასკევს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება პოლიტიკა
დეკემბერი 10th, 2019

ყველაზე გვიან, პარასკევს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება

​2020 ბიუჯეტის პროექტს გაზრდილი სოციალური ხარჯების მიუხედავად ოპოზიცია უარყოფითად აფასებს | Rustavi2 Rustavi2.Ge
დეკემბერი 10th, 2019

​2020 ბიუჯეტის პროექტს გაზრდილი სოციალური ხარჯების მიუხედავად ოპოზიცია უარყოფითად აფასებს | Rustavi2

"უხეში და სისხლიანი ადამიანი. ის 2010 წელს მოსკოვის მეტროში აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო" - პუტინი ხანგოშვილზე  | Rustavi2 Rustavi2.Ge
დეკემბერი 10th, 2019

"უხეში და სისხლიანი ადამიანი. ის 2010 წელს მოსკოვის მეტროში აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო" - პუტინი ხანგოშვილზე  | Rustavi2

დედაქალაქის მოსახლეობას დღეიდან "ისუზუს"-ს მარკის ახალი ავტობუსები მოემსახურებიან | Rustavi2 Rustavi2.Ge
დეკემბერი 10th, 2019

დედაქალაქის მოსახლეობას დღეიდან "ისუზუს"-ს მარკის ახალი ავტობუსები მოემსახურებიან | Rustavi2

პარიზში ნორმანდიული სამიტი კონკრეტული შედეგით დასრულდა | Rustavi2 Rustavi2.Ge
დეკემბერი 10th, 2019

პარიზში ნორმანდიული სამიტი კონკრეტული შედეგით დასრულდა | Rustavi2

"იმოქმედე დღეს, შექმენი ხვალ" - საერთაშორისო კონფერენცია ჟენევაში | Rustavi2 Rustavi2.Ge
დეკემბერი 10th, 2019

"იმოქმედე დღეს, შექმენი ხვალ" - საერთაშორისო კონფერენცია ჟენევაში | Rustavi2

ახალგაზრდა ქალს დიღომში ყელი გამოჭრეს | Rustavi2 Rustavi2.Ge
დეკემბერი 10th, 2019

ახალგაზრდა ქალს დიღომში ყელი გამოჭრეს | Rustavi2

ოპოზიციის ლიდერები დეპუტატებისგან მოსამართლეთა სიის ჩაგდებას ითხოვენ და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ | Rustavi2 Rustavi2.Ge
დეკემბერი 10th, 2019

ოპოზიციის ლიდერები დეპუტატებისგან მოსამართლეთა სიის ჩაგდებას ითხოვენ და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ | Rustavi2

ბოლო სიახლეები
  • ტოპ 5 ლიგის ჩემპიონებიდან, 2018 წელთან შედარებით, უფრო მეტი ქულა მხოლოდ “ბარსამ” მოაგროვა 12/10/2019
  • აშშ-ის სენატმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი შეათანხმა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი – 1TV 12/10/2019
  • ანდრიუს კუბილიუსი – მოვუწოდებ ევროკავშირს, განსაკუთრებულად მოეპყროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს – 1TV 12/10/2019
  • რა ღირს ლარი დღეს – ოფიციალური ინფორმაცია 12/10/2019
  • როგორია თბილისში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან დაჭრილი ქალის მდგომარეობა 12/10/2019
  • რეჯეფ ტაიფ ერდოღანი – ისრაელი კლავს უდანაშაულო დედებს, ბავშვებს, მოხუცებს, ჩვენ არ შევწვეტთ პალესტინელთა უფლებების დაცვას 12/10/2019
  • ბათუმის საზღვაო აკადემიის 600-მდე კურსანტმა ფიცი დადო – 1TV 12/10/2019
  • ბრიტანეთის ღია პირველობა ჩინელმა მოიგო – 1TV 12/10/2019
  • დიღომში მამაკაცმა ქალი ყელის არეში დაჭრა – დამნაშავე დაკავებულია 12/10/2019
  • სამწუხაროდ, დღეს ბევრი ვაიპატრიოტი ეწინააღმდეგება ყველანაირ მშენებლობას, განსაკუთრებული ძალისხმევით ებრძვიან ჰესების განვითარებას 12/10/2019
არქივი
  • დეკემბერი 2019 (4263)
  • ნოემბერი 2019 (12403)
  • ოქტომბერი 2019 (5134)
  • სექტემბერი 2019 (13542)
  • აგვისტო 2019 (10955)
  • ივლისი 2019 (13440)
  • ივნისი 2019 (12726)
  • მაისი 2019 (3892)
  • აპრილი 2019 (16869)
  • მარტი 2019 (9498)
  • ოქტომბერი 2018 (18)
  • სექტემბერი 2018 (1)
  • აგვისტო 2018 (1)
  • ივლისი 2018 (1)
  • ივნისი 2018 (1)
  • თებერვალი 2018 (2)
  • იანვარი 2018 (3)
  • ნოემბერი 2017 (9)
  • ოქტომბერი 2017 (1)
  • სექტემბერი 2017 (2)
  • აგვისტო 2017 (9)
  • ივლისი 2017 (132)
  • ივნისი 2017 (515)
  • მაისი 2017 (975)
  • აპრილი 2017 (1033)
  • მარტი 2017 (1122)
  • თებერვალი 2017 (178)
  • იანვარი 2017 (2)
  • ნოემბერი 2016 (1)
  • ოქტომბერი 2016 (7)
  • სექტემბერი 2016 (2)
  • აგვისტო 2016 (1)
  • ივნისი 2016 (19)
  • მაისი 2016 (1)
  • აპრილი 2016 (4)
  • მარტი 2016 (1)
  • თებერვალი 2016 (15)
  • იანვარი 2016 (2)
  • დეკემბერი 2015 (3)
  • ნოემბერი 2015 (37)
  • ოქტომბერი 2015 (1)
  • სექტემბერი 2015 (1)
  • ივნისი 2015 (1)
  • მაისი 2015 (1)
  • აპრილი 2015 (3)
  • მარტი 2015 (2)
  • იანვარი 2015 (4)
  • ნოემბერი 2014 (1)
  • ოქტომბერი 2014 (16)
  • სექტემბერი 2014 (55)
  • აგვისტო 2014 (48)
  • ივლისი 2014 (314)
  • ივნისი 2014 (245)
  • მაისი 2014 (143)
  • თებერვალი 2014 (1)
  • მაისი 2013 (1)
  • თებერვალი 2013 (1)
  • იანვარი 2013 (1)
კატეგორიები
  • 1tv.Ge (9 238)
  • IMEDI.GE (7 249)
  • ipn.ge (7 433)
  • newposts.ge (2 096)
  • ON.GE (1 492)
  • Radiotavisupleba.Ge (3 640)
  • Rustavi2.Ge (4 434)
  • ეკონომიკა (1 816)
  • კულტურა (1 157)
  • მსოფლიო (4 097)
  • პოლიტიკა (25 411)
  • საზოგადოება (59 260)
  • სოციალური მედია (4 753)
  • სპორტი (7 652)
  • სხვადასხვა (3 610)
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სხვადასხვა
  • სააგენტოები
  • ვიდეო არხი
  • არქივი
  • Back to top
© Allmedia.news 2019. All rights reserved.
Produced by Allmedia.news