2005 წელს „ტოიოტამ“ თავისი ახალი მოდელის„ტოიოტა ფორტუნერის“ გამოშვებით, მსოფლიოსახალი ტიპის ყველგანმავალი წარუდგინა, რომელიც მისი სხვა წინამორბედებისგანგანსხვავებით, ყველა დროის ერთ–ერთისაუკეთესო პიკაპის „ჰაილუქსის“ ბაზაზეააწყობილი. აღსანიშნავია, რომ „ფორტუნერმა“ სულმცირე ხანში მოიპოვა აღიარება და მისმაპოპულარობამ მოლოდინებს გადააჭარბა. ეს არისმაღალი გამავლობის კომფორტულიოფროუდერი, რომელიც საიმედოა ნებისმიერისირთულის გზაზე. 2005 წლიდან დღემდე„ფორტუნერი“ არის უგზოობის სიმბოლო, თუროგორი უნდა იყოს ნამდვილი ყველგანმავალი.
დღესდღეობით ,”ტოიოტა” მომხმარებელს მეორეთაობის ”ფორტუნერს” სთავაზობს, რომლისწარმოებაც 2015 წელს დაიწყო. ახალი „ფორტუნერი“ გაცილებით უფრო კომფორტული სვლითხასიათდება. მისი იერსახე აერთიანებს,საიმედოობას, მოხერხებულობასა დასპორტულობას. მას აქვს ტრაპეციის ფორმისქრომირებული ცხაური და გამობურცული წინამაშუქები.
2016 წლის გაზაფხულზე კი, „ტოიოტამ“„ფორტუნერი“ქართველმომხმარებლებს გააცნო – აქაც მისმა პოპულარობამარ დააყოვნა, რამაც შემდგომში ბიძგი მისცაიაპონურ ავტოგიგანტს, მისი ერთ–ერთი საუკეთესოყველგანმავალის უკვე დიზელის ძრავიანი ვერსიაშეეთავაზებინა ადგილობრივიმომხმარებლებისათვის.
2019 წლის შემოდგომიდან, ტოიოტა კავკასიამ ქართველ მომხმარებლებს ახლა უკვე დიზელისძრავიანი „ტოიოტა ფორტუნერი“ წარუდგინა,რომლის 4 ცილინდრიანი 2,4 ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავი 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც კიდევ უფრო საიმედოს და მძლავრს ხდის მისშესაძლებლობებს. ეს საოჯახო, კომფორტული SUV-ია, მაღალი გამავლობის ლეგენდარული„ჰაილუქსისეული“ ნიჭით. „ტოიოტა ფორტუნერი“ დიზელის ახალი ძრავით სამაგალითოყველგანმავალია, რადგან აქვს სრული ამძრაობა და უკანა ღერძის დიფერენციალის ბლოკირებისსისტემა, რომლის ჩართვა/გამორთვაც სალონშიარსებული ღილაკით ხდება.
მაღალი კომპლექტაციის შემთხვევაშისპეციფიკაციები, რომლებითაც ეს მოდელი არისაღჭურვილი მოიცავს: უკანა ხედვის კამერას,აღმართის ელექტრონულ ასისტენტს, უკანაპარკირების სენსორებს, კრუიზ–კონტროლს და ა.შ.ინტერიერში შეხვდებით მულტიმედია–სისტემას დაახალ ცენტრალურ მონიტორს – რაც ყველა ზემოთჩამოთვლილ ტექნიკურ მახასიათებლებთანერთად, კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდისმგზავრობას როგორც უგზოობის, ასევე ქალაქისპირობებში.
ახალი ”ტოიოტა ფორტუნერი”, უკვე დიზელისძრავით, ყველგანმავალთა კლასის ღირსეულიწარმომადგენელია, რომელსაც შეუძლია, გადალახოს ნებისმიერი სახის უგზოობა და იყოსთქვენი თავდაჯერებულობის გარანტი ნებისმიერგზაზე.
ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, „ტოიოტაფორტუნერი“, მიუხედავად თავისიახალგაზრდული ასაკისა, არის „ტოიოტას“ ხაზისერთ–ერთი საუკეთესო მოდელი, რომელმაცდღიდან მისი დაარსებისა მსოფლიოსავტომოყვარულთა აღტაცება დაიმსახურა და ასევესწრაფად შეაყვარა თავი ქართველ მომხმარებელს.
მეტი ინფორმაციისთვის მოხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოში ”ტოიოტას” ოფიციალურ დილერებს: ”ტოიოტა ცენტრთბილისს” ან ”ტოიოტა ცენტრ თეგეტას”.