კრიტიკული კითხვების გამო ირაკლი კობახიძე TV პირველს ნაციონალებს უწოდებს

0
14

აჭარის ტელევიზიის შემდეგ ქართული ოცნების წევრი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე TV პირველის წამყვანის, ნინო ჟიჟლაშვილი კითხვებმა გააღიზიანა. ამ მიზეზით ორივე არი მისთვის მისი ოპონენტი პარტია, ნაციონალური მოძრაობაა.

წამყვანი: თქვენ იმასაც ფიქრობდით, რომ როცა გავრილოვის დღე იყო, არ უნდა გადამდგარიყავით, მაგრამ არ აღმოჩნდა ისე, როგორც ფიქრობდით და თქვენ გადადექით. ამიტომ, რასაც ახლა თქვენ ფიქრობთ, სულაც არ იყოს რეალისტური, ან ადეკვატური, ან საინტერესო. საინტერესოა ახლა რა პასუხისმგებლობას იღებს უმრავლესობის თითოეული წევრი, მისცა ხმა, თუ ჩააგდო. თქვენი პირადი პასუხისმგებლობა რაში გამოიხატება, იმაში, რომ საარჩევნო ციკლი უნდა იყოს 4-წლიანი?

ირაკლი კობახიძე: გადადგომაზე რაც შეეხება თქვეს სპეკულაციურ განცხადებაზე არ გავაკეთებ კომენტარს…

ჟურნალისტი: სპეკულაციური სად არის ჩემი კომენტარი? თქვენ თქვით, რომ არ გადადგებოდით და მე მგონი ისე გადადექით, რომ თქვენ ბოლოს გაიგეთ ამის შესახებ. ეს ხო ფაქტია?..

ირაკლი კობახიძე: თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა [ნაციონალური მოძრაობა], რომელსაც საარჩევნო წარმატების რესურსი არ გაქვთ და ამიტომ ცდილობთ პროცესის რადიკალიზაციას.

გარდა ამ დიალოგისა, ჟურნალისტი დისკრედიტაციის მიზნით ნაციონალურ მოძრაობასთან ქართული ოცნების წევრმა არაერთხელ გააიგივა.