კრამერი: პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებასა და ივანიშვილს აკისრიათ

0
6

“პასუხისმგებლობა დღევანდელი ჩაშლილი კენჭისყრისთვის ქართულ ოცნებასა და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკისრიათ, რადგან მათ, როგორც ბლოკმა, არ მისცეს ხმა ცვლილებებს, ოპოზიციის დღევანდელ შედეგში დადანაშაულება არ შეიძლება”, — ამბობს დევიდ კრამერი, ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი. მის კომენტარს ამერიკის ხმა ავრცელებს.

მისი თქმით, საქართველო უნდა დაადგეს პროპორციული სისტემის გზას, რადგან ეს არის უფრო სამართლიანი გზა და შეამცირებს რისკებს:

“სხვაგვარად, პროტესტი გაგრძელება და შესაძლო შეტაკებისა და ძალადობის რისკიც გაიზრდება. ვფიქრობ, ოპოზიციას აქვს პროტესტის ლეგიტიმური მიზეზი და “ქართულმა ოცნებამ” და მისმა ლიდერმა ეს სიტუაცია უნდა გამოასწორონ”.

დღეს, 14 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. სწორედ ამ მიზეზის გამო რამდენიმე ათასი ადამიანი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა.