18.1 C
London
ოთხშაბათი, ივნისი 3, 2020

ბატონ ბიძინას აგინეს და არ მოვითმენთ — სუს-ის ყოფილი უფროსის შვილი ოცნების ოფისთან აქციაზე

- Advertisement -
- Advertisement -

ქართული ოცნების ოფისთან მიმდინარე აქციაზე, რომელიც ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი. ის ამტკიცებს, რომ მის აქციაზე ყოფნასთან მამა არაფერ შუაშია, თუმცა მამის მსგავსად აქციის მონაწილეებს ტერორისტებს უწოდებს.

“მე ვარ მოქალაქე, რომელსაც გული შემტკივა ჩემი ქვეყნის ბედზე და არ მინდა, რომ ეს ტერორისტები მოვიდნენ სათავეში”, — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებს არ აქვთ მორალური უფლება, რომ რამე გააპროტესტონ და აგრესიის პროვოცირებაც თავად მოახდინეს.

“თავისი შეძახილებით მოახდინეს პროვოცირება. ბატონ ბიძინას აგინეს და ა.შ. მაგას არ მოვითმენთ”, — განუცხადა მან IPN-ს.

ტელეკომპანია პირველის კითხვის პასუხად, არის თუ არა ინფორმირებული მამამისი იმის შესახებ, რომ აქციაზე იმყოფება, ის პასუხობს:

“მამაჩემი რა შუაშია? პროსტა, რაღაც ისეთ რაღაცას მეკითხებით, რომ მეცინება უკვე. რას ცვლის ეს? ექვსის მერე სახლში უნდა წავიდე რომ დაბნელდება, თუ რას მეკითხებით?”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ პარლამენტთან პიკეტის დაშლას “ტერორისტებისგან ქალაქის წმენდა” უწოდა და სპეცრაზმს მადლობა გადაუხადა.

დღეს, 2 დეკემბერს ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრებმა და პარტიის სხვა მხარდამჭერებმა ორბელიანის მოედანზე მიმდინარე კონცერტი დატოვეს და გადმოინაცვლეს ოფისთან, სადაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოძრაობა #სირცხვილიას, გაბედეს და შეცვალეს აქტივისტებს. აქტივისიტები ამბობენ, რომ აგრესიული პირები მათ ესროდნენ შუშხუნებს, რომელიც ერთ-ერთ აქტივისტს თვალში მოხვდა. მათივე თქმით, დაშავდა 5 აქტივისტი.

ისინი მოუწოდებდნენ პოლიციას, რომ დაეკავებინათ აგრესიული პირები, თუმცა უშედეგოდ. აქტივისტები გინების პასუხად, ქართულ სიმღერებს მღეროდნენ.

აქცია რამდენს ბედავთ ოცნების ოფისთან მცხეთაში მომხდარი მოვლენების გასაპროტესტებლად დაიგეგმა, სადაც მოძრაობა გაბედეს აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ ოცნების წევრები და მხარდამჭერები. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ წაქცეულ აქტივისტს სახეში ურტყამენ ფეხს. ორი დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news