ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home პოლიტიკა ზუგდიდში ქართული ოცნების აქტივისტებმა ენმ-ის ოფისის მინები ჩალეწეს

ზუგდიდში ქართული ოცნების აქტივისტებმა ენმ-ის ოფისის მინები ჩალეწეს

ზუგდიდში ქართული ოცნების აქტივისტებმა ენმ-ის ოფისის მინები ჩალეწეს. მმართველი გუნდის პარტაქტივის აქცია ოპოზიციური პარტიის ოფისთან ერთი საათის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეთა ნაწილი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ადგილზე პოლიცია დაგვიანებით მივიდა.

ენმ-ის წევრის ანი წითლიძის თქმით, მან პოლიცია ჯერ კიდევ გუშინ გააფრთხილა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.

“დღესაც რამდენჯერმე დავურეკე პოლიციის უფროსს, პირადად, ფაცაციას და გავაფრთხილე, რომ თავდასხმა იგეგმებოდა. ის, რომ პოლიცია მთელი ოცი წუთის განმავლობაში არ მოვიდა, ნიშნავს იმას, რომ ეს იყო გახარიას და ივანიშვილის შურისძიება ზუგდიდელებზე. პოლიციის პასუხისმგებლობაა ის, რომ ჩვენ აქ დაგვიმტვრიეს შუშები, რომ არა ჩვენი დიდი მოთმინება, ძალიან დიდ ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდოდა ეს ყველაფერი” – თქვა წითლიძემ.

ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქციაზე ზუგდიდის საკრებულოს ერთერთი წევრიც იმყოფებოდა.

“საკრებულოს წევრი ვარ, მერე რა, ძალადობრივი რეჟიმის მობრუნება არ გვინდა და როლანდ ახალაიას დაბრუნება არ გვინდა, მთელი ქალაქია გამოსული” – ამბობს საკრებულოს დეპუტატი მთავარ არხთან.

კითხვაზე, რატომ მივიდნენ აქციაზე და არიან თუ არა საჯარო სამსახურში დასაქმებულები, აქტივისტები შემდეგ პასუხს სცემენ – “აგერ ვსეირნობდი და მოვედი”, “მთელი ქალაქი აქ ვართ”, “ესენი უნდა ამოიძირკვონ”.

Timer.Gehttp://timer.ge
საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო Timer.ge პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები