ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home ON.GE ის, რომ ეუთოში უკეთ კითხულობენ ჩვენს კონსტიტუციას, უსაფუძვლო არგუმენტია — ცქიტიშვილი

ის, რომ ეუთოში უკეთ კითხულობენ ჩვენს კონსტიტუციას, უსაფუძვლო არგუმენტია — ცქიტიშვილი

ვიცეპრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე თქვა, რომ პარლამენტარებმა ყველაზე უკეთ იციან კონსტიტუცია.

“აქცენტის გაკეთება, რომ ეუთო-ში ან რომელიმე საერთაშორისო ექსპერტი უკეთ კითხულობდეს ჩვენს კონსტიტუციას, ალბათ, უკვე არ არის მთლად საფუძვლიანი არგუმენტი”,— თქვა ცქიტიშვილმა.

მინისტრი იზიარებს თანაგუნდელების არგუმენტს, რომ “ოპოზიციის წარდგენილი გერმანული მოდელი არ შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას”.

დღეს, 3 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეუთო/ოდირს ოპოზოციის შემუშავებული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის მოდელს გაუგზავნის. სახალხო დამცველის თქმით, ეუთო/ოდირი მოთხოვნის შესაბამისად, კანონპროექტს პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ გაგზავნის.

3 დეკემბერს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ განაცხადა, რომ გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებულ საარჩევნო სისტემის ქართული მოდელის კანონპროექტს სახალხო დამცველს გადაუგზავნის. სწორედ სახალხო დამცველს შეუძლია მისი მექანიზმის გამოყენებით ეუთო/ოდირს კანონპროექტის შეფასებისათვის მიმართოს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ მმართველ პარტიას საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელზე გადასვლა მას შემდეგ შესთავაზა, რაც პარლამენტმა 2020 წლისათვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. როგორც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, გერმანული მოდელის შემოღება საკონსტიტუციო ცვლილებებს არ საჭიროებს. საპირისპირო ამტკიცებს მმართველი გუნდი, მათი აზრით გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება.

On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები