ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home ON.GE ზუგდიდში, ენმ-ის ოფისთან დაპირისპირებაზე გამოძიება ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო

ზუგდიდში, ენმ-ის ოფისთან დაპირისპირებაზე გამოძიება ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო

ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, ნივთის დაზიანება ან განადგურების მუხლით, დაიწყო. ადგილობრივი გამოცემა Livepress-ის ცნობით, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ოფისის მინა ჩაამსხვრიეს. ამას გარდა, აქციის მონაწილის მიერ ყავარჯნის სროლისას სამართალდამცველი მსუბუქად დაშავდა.

ქართული ოცნების მხარდამჭერებმა, ააიპ-ების თანამშრომელთა მონაწილეობით ნაციონალური მოძრაობის ოფისს კვერცხები, ცოცხები, ბოთლები და პატარა პლასტმასის კასრები ესროლეს, ასევე, შესასვლელთან ყავარჯნები და საპროტესტო პლაკატები დატოვეს

აქციის მონაწილეებმა ადგილზე ბანერები მიიტანეს წარწერით “გვახსოვს 7 ნოემბერი” და “არ დავუშვებთ”. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა კი საკუთარი ოფისის ფანჯრებიდან დოლარის კუპირები გადმოყარეს.

ზუგდიდის მსგავსად, დაპირისპირება იყო ქობულეთის საკრებულოსა და მცხეთის მერიასთან, ოპოზიციის აქციის პარალელურად ქართული ოცნების მხარდამჭერების კონტრაქციაც იმართებოდა. აქციაზე ქართული ოცნების მხარდამჭერები განსაკუთრებული აგრეისულობით გამოირჩეოდნენ ოპოზიციის ლიდერების მიმართ. ნაციონალური მოძრაობის წევრს ზაალ უდუმაშვილს ცოცხი ესროლეს, ხოლო ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას წყალი შეასხეს.

2 დეკემბრის კი ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრებმა და პარტიის სხვა მხარდამჭერებმა მმართველი პარტიის ოფისთან კონტრაქცია გამართეს. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოძრაობა #სირცხვილიას, გაბედეს და შეცვალეს აქტივისტებს. აქტივისიტები ამბობენ, რომ აგრესიული პირები მათ ესროდნენ შუშხუნებს, რომელიც ერთ-ერთ აქტივისტს თვალში მოხვდა. მათივე თქმით, დაშავდა 5 ადამიანი.

On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები