“ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ორ მუხლს” – ომბუდსმენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესს ასაჩივრებს | Rustavi2

0
11

საკონსტიტუციო კომისია ამ წუთებში საქართველოს სახალხო დამცველს უსმენს. ომბუდსმენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესს ასაჩივრებს. ნინო ლომჯარიამ დღეს ორი მთავარი არგუმენტი დაასახელა, კანდიდატების შერჩევისას გადაწყვეტილების ფარულად და დასაბუთების გარეშე მიღების შესაძლებლობა და გასაჩივრების მექანიზმის არარსებობა.

ომბუდსმენი ამბობს, რომ მოსამართლეებს დასაბუთების გარეშე შეუძლიათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაუჭირონ მხარი რომელიმე კანდიდატს, ასევე კენჭისყრა ფარულად აწარმოონ. ასევე, უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესაძლებლობა არ გააჩნიათ თავად კანდიდატებს.  ნინო ლომჯარიას თქმით, ეს კონსტიტუციას არ შეესაბამება.

სახალხო დამცველი ითხოვს, რომ ამის გამო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად სცნოს და შეცვალოს კანდიდატების შერჩევის მოქმედი წესი.

სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველმა 2019 წლის 1 ნოემბერს მიმართა.

“მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ წესი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ორ მუხლს, პირველ რიგში, ეს არის საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება და მეორე, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, ვინაიდან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არ საბუთდება თუ რატომ აძლევენ ისინი ხმას კონკრეტულ კანდიდატს და ფარულად ეყრება კენჭი საბოლოო კანდიდატებს და ასევე, კანდიდატები არ არიან უფლებამოსილნი აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრონ ნებისმიერ ინსტანციაში და სასამართლოში,” – აცხადებს ნინო ლომჯარია.