გადასინჯავს თუ არა სტრასბურგის სასამართლო “რუსთავი 2-ის” საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას 10 დეკემბერს გაირკვევა | Rustavi2

0
3

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია “რუსთავი 2”-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების დიდ პალატაში გაგზავნის საკითხზე 9 დეკემბერს იმსჯელებს.

ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ვერდიქტის გადასინჯვა “რუსთავი 2”-ის ყოფილმა მესაკუთრეებმა ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა მოითხოვეს. გადასინჯავს თუ არა გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა, 10 დეკემბერს გაირკვევა.