აქცია საგარეო საქმეთა სამინისტოსთან – “თავისუფალი ზონის” წევრებმა უწყების შესასვლელ კარს მავთულხლართი შემოახვიეს | Rustavi2

0
8

სამოქალაქო მოძრაობის “თავისუფალი ზონის” წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტოს შესასვლელ კარს მავთულხლართი შემოახვიეს.

უწყებასთან მოძრაობის მიერ მიტანილ მავთულხლართზე სხვადასხვა დროს რუსეთის მიერ რეპრესირებული საქართველოს მოქალაქეების ფოტოები იყო დატანილი, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

როგორც “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, მიუღებელია იქ პოლიტიკა, რასაც ქართული მხარე რუსეთის მხრიდან ოკუპაციის მიმართ იჩენს.

გარდა ამისა, აქტივისტებმა აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრაზე განხილული საკითხი, საქართველოში შესაძლო რუსული კულტურის ცენტრის გახსნა გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი რამ მიუღებელია.

“თავისუფალი ზონის” წარმომადგენლებმა ხელისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.