მოქალაქეთა ნაწილი კინოთეატრ “ამირანთან” მორიგი ფილმის ჩვენებას აპროტესტებს | Rustavi2

0
5

კინოთეატრ “ამირანთან” შეკრებილ მოქალაქეთა ნაწილი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე რამდენიმე ფილმის ჩვენებას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ფილმის – “ღმერთი არსებობს, მას პეტრუნია ჰქვია” შინააარსი, მათ რელიგიურ ღირებულებებს შეურაცხყოფს. 

“ჩვენ ვდგავართ იმიტომ, რომ უცხოელებმა და ქართველებმა ნახონ, ეს ჩვენთვის მიუღებელია. ამ თემებს უცხოეთში უკვე არავინ აღარ აპროტესტებს, ამიტომაც არის გეი “პარადები”, ქორწინებები, ბავშვის აყვანები, ამიტომაცაა, რომ ქუჩაში მოკოცნავე მამაკაცებს ნახავ, როგორც ნორმას და სოდომ-გომორში მივდივართ, ამიტომ ვაპროტესტებთ ამას,” – განაცხადა აქციის მონაწილემ, საზოგადოებრივი მოძრაობის “ზნეობა დაიცავი” დამფუძნებელმა გურამ ფალავანდიშვილმა.

შეგახსენებთ, საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია ფილმმა “კომეტები”, რომელიც კონოთეტრ “ამირანში” ამავე ფესტივალის ფარგლებში აჩვენეს და რომელიც ლესბოსელი წყვილის სიყვარულს ასახავს.

თბილისის კინოფესტივალი 8 დეკემბრამდე გაგრძელდება.