კახა კალაძე ოპოზიციას პროვოკაციებში ადანაშაულებს | Rustavi2

0
10

კახა კალაძე ოპოზიციას პროვოკაციებში ადანაშაულებს. “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის განცხადებით, დაძაბულობა ყველაზე მეტად მათ ოპონენტებს აწყობთ, რისთვისაც დაპირისპირებების შექმნას მიზანმიმართულად უწყობენ ხელს.

“როდესაც შევიდა შეტყობინება, მაშინვე მივიდა პოლიცია და მოჰყვა რეაგირება. ჟურნალისტები “ოცნების” ახალგზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს რომ ეკითხებოდით, რა გინდათ “ქართული ოცნების” ოფისთანო, ეს ნორმალურია? კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობას, ყველანაირ დაპირისპირებას, ეს არ არის ნორმალური ფორმა.

რაც არ უნდა დესტრუქციული იყოს ოპოზიცია, ჩვენ არ უნდა შევიდეთ დაპირისპირებაში. ყველაზე მეტად ვისაც დღეს დაპირისპირება აწყობს, ეს არის ოპოზიცია და ისინი პროვოკაციებს მიზანმიმართულად  ახორციელებენ. პროვოკაცია იყო ის, რომ ოპოზიცია მივიდა “ქართული ოცნების” ოფისთან. მათ შეეძლოთ სხვაგან ჩაეტარებინათ აქცია,”- განაცხადა კახა კალაძემ.