გავრცელებული ვიდეოს შემდეგ ტრამპმა ტრუდოს ორპირი უწოდა და პრესკონფერენცია გააუქმა

0
12

მედიაში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერს, ჯასტინ ტრუდოს ორპირი უწოდა, თუმცა შემდეგ დაამატა, რომ “ის კარგი ბიჭია”.

როგორც ჩანს ტრამპი ტრუდოს ხუმრობით უკმაყოფილო იყო და ამის შესახებ გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან შეხვედრის დროსაც ისაუბრა:

“სიმართლე ისაა, რომ მე მას ვუთხარი, რომ კანადა თავდაცვაზე ბიუჯეტის 2 პროცენტს არ ხარჯავდა და, როგორც ჩანს, ის ამით ბედნიერი არაა”.

The Guardian-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა, ასევე, გააუქმა პრესკონფერენცია, რომელიც NATO-ს სამიტის ბოლოს ჰქონდა დაგეგმილი.

[embedded content]

საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მსოფლიო ლიდერები, სავარაუდოდ, აშშ-ს პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე ხუმრობენ. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი ლონდონში NATO-ს 70 წლისთავთან დაკავშირებულ სამიტზეა ჩასული.

კადრებში ჩანს, რომ კანადის პრემიერი ჯასტი ტრუდო, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ნიდერლანდების პრემიერი ერთმანეთს ესაუბრებიან. ვიდეოში ისმის, რომ ჯონსონი ეკითხება მაკრონს:

“ამიტომაც დააგვიანა?”

ამას კი ტრუდოს რეპლიკა მოჰყვება:

“მან დააგვიანა, რადგან 40-წუთიანი პრესკონფერენცია ჰქონდა”, — შემდეგ კი დაამატა — “კი, კი, მან განაცხადა…”

ამ დროს კი მაკრონი ერთვება, თუმცა ვიდეოში მისი სიტყვები არ ისმის. ამავე ვიდეოში ჩანს, რომ ლიდერებთან დიდი ბრიტანეთის პრინცესა ანა მიდის, რა დროსაც ტრუდომ თქვა:

“თქვენ ნახეთ, მის გუნდს ყბა როგორ ჩამოუვარდა”.

ტრუდოს შემდეგ საუბარში ისევ მაკრონი ერთვება, რომლის სიტყვები არ ისმის, ამ დროს კი რიუტე სიცილით ამბობს:

“ყალბი ახალ ამბები (Fake News Media)”, — ამ ფრაზას კრიტიკული მედიის მიმართ დონალდ ტრამპი ხშირად იყენებს.

როგორც The Guardian წერს, ვიდეოში ტრამპის სახელი არ ისმის, თუმცა ოთხი ქვეყნის ლიდერი სწორედ მასზე საუბრობს, რადგან აშშ-ს პრეზიდენტი გრძელი პრესკონფერენციებით გამოირჩევა. 3 დეკემბერს ჟურნალისტების წინაშე მან 50 წუთი ისაუბრა. 25-წამია ვიდეო თავდაპირევლად CBC-მ გაავრცელა, შემდგომში კი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.