პარასკევი, აგვისტო 7, 2020
No menu items!
No menu items!
Home პოლიტიკა “სტრასბურგის გადაწყვეტილება არის ვერდიქტი მათთვის, ვინც ტალახიანი ფეხები შეიწმინდა ქართულ მართლმსაჯულებაზე”

“სტრასბურგის გადაწყვეტილება არის ვერდიქტი მათთვის, ვინც ტალახიანი ფეხები შეიწმინდა ქართულ მართლმსაჯულებაზე”

„მე ადრეც მითქვამს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ვერდიქტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ნიკა გვარამიასთვის. ახლა მე ვფიქრობ, რომ ეს არის ვერდიქტი ყველა მათგანისთვისაც, ვინც ტალახიანი ფეხები შეიწმინდა ქართულ მართლმსაჯულებაზე, ვისაც არ ეზარებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ნიშნის – ქართული მართლმსაჯულების და სასამართლოს ლანძღვა, კრიტიკა და დაკნინება“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ტელეიმედის“ გადაცემა „არენაში“ განაცხდა.

მისი თქმთ, ქართული მართლმსაჯულება ამ საქმეზე შედგა ევროპული კონვენციის სტანდარტების დაცვით ისე, რომ არამც თუ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა, არამედ ამ მოსამართლეებს არ დაურღვევიათ საკუთრების უფლება, სწორად გადაწყვიტეს საკუთრების დავა, რომელმაც საბოლოოდ ქიბარ ხალვაშს მესაკუთრის სტატუსი მიანიჭა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დღეს უკვე მეორედ დაადასტურა, რომ ქართული სასამართლოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით სამართლიანი იყო. დღევანდელი გადაწყვეტილებით დიდმა პალატამ ძმები ყარამანიშვილების საჩივრის განხილვა დაუშვებლად სცნო, შესაბამისად, 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტი ძალაში რჩება და გადახედვას არ ექვემდებარება.

18 ივლისს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

News.Gehttp://news.ge
მრავალფეროვანი საზოგადოების ყველა სეგმენტზე ორიენტირებული მედიაპროდუქტია რომელიც უზრუნველყოფს მოვლენების მაქსიმალურად ზუსტ და ობიექტურ გაშუქებას.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები