პარასკევი, აგვისტო 7, 2020
No menu items!
No menu items!
Home Rustavi2.Ge საარჩევნო სისტემა - უმრავლესობა უცხოელი დიპლომატების მედიატორობით შეთავაზებულ საკითხზე შიდა კონსულტაციებს განაგრძობს...

საარჩევნო სისტემა – უმრავლესობა უცხოელი დიპლომატების მედიატორობით შეთავაზებულ საკითხზე შიდა კონსულტაციებს განაგრძობს | Rustavi2

საპარლამენტო უმრავლესობა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უცხოელი დიპლომატების მედიატორობით შეთავაზებულ საკითხზე შიდა კონსულტაციებს განაგრძობს. როგორც “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, კონსენსუსი აუცილებელია, რის გამოც ე.წ. ამბოხებულ მაჟორიტარებთან მოლაპარაკებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის თქმით, სისტემა შესაბამისობაში უნდა იყოს, როგორც კონსტიტუციასთან, ასევე სამართლიანობასთან და საარჩევნო ლოგიკასთან.

“ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც საკონსტიტუციო, ასევე სამართლიანობასთან და საარჩევნო ლოგიკასთან შესაბამისობაა საინტერესო. ეს არის პრინციპები, რომელზეც უნდა ჩამოვყალიბდეთ და საერთო პოზიცია ჩამოვაყალიბოთ, არ შეიძლება საკონსტიტუციო ნორმებთან იყოს შესაბამისობაში თუ ასეთი დავაზუსტეთ და არ იყოს შესაბამისობაში პოლიტიკურ ლოგიკასთან,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მრავალმანდატიან სისტემას უმრავლესობის ნაწილი უსამართლოდ მიიჩნევს.

“მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები, თუმცა სამართლიანობასთან თავსებადი არ არის იქედან გამომდინარე, რომ ამ სისტემის შესაბამისად შესაძლებელია დღევანდელი მოცემულობით, ერთ სამაჟორიტარო ოლქში უმრავლესობამ აირჩიოს პიროვნება და ამ სისტემის შესაბამისად ეს პიროვნება ვერ შევიდეს პარლამენტში,” – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა.

მმართველი გუნდის საერთო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა გახდეს ცნობილი.

Rustavi2.gehttp://www.rustavi2.ge
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რომელიც 1994 წელს დაარსდა, ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში.“
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები