ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home Rustavi2.Ge ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტთან - დაპირისპირებაში მონაწილე მხარეები გვიან ღამემდე იკითხებოდნენ ...

ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტთან – დაპირისპირებაში მონაწილე მხარეები გვიან ღამემდე იკითხებოდნენ  | Rustavi2

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე მხარეები პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. მათ შორის იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც.  

მოწმეებთან გამოძიებას კითხვები მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჰქონდა. განყოფილებიდან გამოსულების თქმით, ისინი ინციდენტში მონაწილეებს არ იცნობდნენ და ამბობენ, რომ ჩხუბში მხოლოდ თავდაცვის მიზნით ჩაერთვნენ. მომხდარზე გამოძიება ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლებით მიმდინარეობს.

“ეს იყო პროვოკაციის მიზნით მოწყობილი ამბავი. კონკრეტული შეკითხვები ჰქონდათ. ვინ იყვნენ ის პიროვნებები, საიდან მოვიდნენ. მონაწილეობას ვიღებდი გაშველებაში, ვცდილობდი გამეშველებინა, მაგრამ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ვცადე ხელით გამეშველებინა, არ გამოვიდა,” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ინციდენტს იხსენებს დაპირისპირებაში მონაწილე ლაშა ჭიღლაძე. მისი თქმით, უცნობი პირები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდნენ. 

“ერთ-ერთი ვიღაც ზონდერი, 20 ლარიანი ბომჟი, რომელიც მოვიდა, აგვიტეხა ჩხუბი. დავარტყი სახეში წიხლი, რომ თაზო კოშაძე გამეგდებინებია, თუ არადა მოგუდავდა. კადრებში ჩანს, რომ საპატრულო პოლიციელიც ვერ აგლიჯავდა, ყელში ჰქონდა წაჭერილი. არ ვიცი ვინ იყვნენ, იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და იყვნენ აგრესიულები,“ – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლაშა ჭიღლაძემ. 

ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უცნობ მოქალაქესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ “ქართული ოცნების” პოლიტიკას აპროტესტებენ, გვიან ღამით მოხდა. ვითარება საქმეში პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

Rustavi2.gehttp://www.rustavi2.ge
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რომელიც 1994 წელს დაარსდა, ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში.“
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები