პარასკევი, აგვისტო 7, 2020
No menu items!
No menu items!
Home პოლიტიკა გაზაფხულიდან დაწყებული კასტინგებია, რომელი შეძლებს კეთილი და მისაღები ოპოზიციის როლის თამაშს

გაზაფხულიდან დაწყებული კასტინგებია, რომელი შეძლებს კეთილი და მისაღები ოპოზიციის როლის თამაშს

ჩვენ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ის ელის ისეთ ოპოზიციას, რომელიც სახლში წასვლის შესაძლებლობას მისცემს. გაზაფხულიდან დაწყებული კასტინგებია, რომელი შეძლებს ამ კეთილი და მისაღები ოპოზიციის როლის თამაშს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, რომელიც 14 ნოემბრის კენჭისყრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატების პროტესტის გულწრფელობას შეეხებოდა.

მარგველაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ჯანყი ერთი კასტინგის პროცესია.

„ჩვენ ვნახეთ იმ პოლიტიკური ძალის ლიდერის განცხადება, რომელსაც ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, რომ ის ელის ისეთ ოპოზიციას, რომელიც სახლში წასვლის შესაძლებლობას მისცემს. ანუ ფაქტობრივად საუბარია, რომ ჩამოყალიბდება „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები ოპოზიცია და მერე ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, დავსხდებით ტელეეკრანებთან და ვუყურებთ ერთი მხრივ, ოპოზიციაც და მეორე მხრივ, ხელისუფლებაც როგორ ადიდებენ „ქართული ოცნების“ სავარაუდოდ ყოფილ ლიდერს, ხოლო შემდეგ უკვე სრულიად ერის ლიდერს – ბიძინა ივანიშვილს. მისთვის მისაღები ოპოზიცია რომ ჩამოყალიბდება, ხომ ავა უფრო ზევით და ყველაფერი მისი იქნება – ოპოზიციაც, ხელისუფლებაც. ჩვენ ყველანი დავაკვირდებით, ისინი როგორ ადიდებენ ივანიშვილს და ლანძღავენ ერთმანეთს.

ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. დაახლოებით გაზაფხულიდან, როდესაც მოვისმინეთ ივანიშვილის განცხადება, რომ 1 წელიწადში ყველაფერს დაალაგებს, იმის მერე ვხედავთ ასეთი ოპოზიციის არაერთ კასტინგს. გაზაფხულიდან დაწყებული ამ ოპოზიციის კასტინგებია, რომელი შეძლებს ამ კეთილი და მისაღები ოპოზიციის როლის თამაშს. რომელია გულწრფელი, რომელი ჩაწყობილი, სად ახლობელმა დაურეკა და უთხრა, მიდი ახლა შენი დროა კასტინგში მონაწილეობისა, რომელი შიშით არის – ამის თქმა ძნელია, თუმცა კასტინგი გაზაფხულიდან მიმდინარეობს. ამ კასტინგზე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ის რეჟისორები, რომლებიც ასე მდარე სპექტაკლს დგამენ, ეს მე არ ვიცი, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება ეს ჯანყი „ქართულ ოცნებაში“ ერთი კასტინგის პროცესია,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

News.Gehttp://news.ge
მრავალფეროვანი საზოგადოების ყველა სეგმენტზე ორიენტირებული მედიაპროდუქტია რომელიც უზრუნველყოფს მოვლენების მაქსიმალურად ზუსტ და ობიექტურ გაშუქებას.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები