პარასკევი, აგვისტო 7, 2020
No menu items!
No menu items!
Home ON.GE კობახიძის თქმით, მათ აქციაზე 100 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა, ოპოზიციამ კი 6...

კობახიძის თქმით, მათ აქციაზე 100 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა, ოპოზიციამ კი 6 ათასი შეკრიბა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელიც პარლამენტთან დაწყებული საპროტესტო აქციებიდან რამდენიმე საათში გადადგა, ამბობს, რომ მისმა პარტიამ 100 ათასზე მეტი ადამიანის მობილიზება შეძლო, ოპოზიციამ კი 5-6 ათასის. კობახიძის კომენტარი მედიასაშუალებებს პარტიის პრესსამსახურმა დაუგზავნა.

“ჩვენ გვინდოდა სულ მცირე 100 ათასი ადამიანი ყოფილიყო და მოლოდინს გადააჭარბა იმ ადამიანების რაოდენობამ. რომელიც ღონისძიებაზე იყო მოსული. ამით გამოჩნდა, რომ ქართულ ოცნებას, მის დასავლურ კურსს აქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა და ამის კიდევ ერთხელ დაფიქსირება იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი”, — პრესსამსახურის ინფორმაციით ეს კომენტარი კობახიძემ იმედს მისცა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე რეგიონებიდან ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებზე, სკოლის მასწავლებლებზე, დირექტორებსა და აქტივისტებზე ამბობს, რომ “საზოგადოებამ იხილა ისიც, თუ რამდენი ადამიანი დგას ქართული ოცნების უკან”.

კობახიძემ ამ შემთხვევაშიც ისაუბრა იმ ადამიანებზე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას აპროტესტებენ:

“გახსოვთ, რომ იყო სპეკულაციები, თითქოს ხალხი ითხოვდა რაღაცას, ხალხი აპროტესტებდა, ამაზე საუბრობდა ხშირად ოპოზიცია, მათ მაქსიმუმ რაც მოახერხეს ეს იყო დახლოებით 5-6 ათასი ადამიანის მობილიზება გარკვეულ აქციებზე და ისინი ჩვენ გვესაუბრებოდნენ ხალხის სახელით”.

მისი თქმით, “ხალხი სად დგას” ეს არჩევნებით გასაზომი საკითხია, თუმცა ეს “დადასტურდა დღევანდელი ღონისძიებით”:

“ხალხი დგას ქართული ოცნების უკან, ეს დადასტურდა წინა არჩევნებით და ამის დასტური იქნება 2020 წლის არჩევნები”.

დღეს, 14 დეკემბერს ქართული ოცნების ორგანიზებული აქცია გაიმართა. როგორც პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ დააანონსა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. პარტიის ახალგაზრდული ფრთისგან დაანონსებული შეკრებები დროში დაემთხვა სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზებისა ოპოზიციური პარტიების ერთობლივ აქციებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლად დატოვების შემდეგ დაიწყო.

იმის მიუხედავად, რომ ქართული ოცნება შეკრების მიზეზად არა კონტრაქციას, არამედ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი როლის აღნიშვნა იყო, დიპლომატიური კორპუსი საზეიმო ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. აქციის მონაწილეთა იძულებით ჩამოყვანაზე კი საქართველოს სახალხო დამცველმა ისაუბრა.

On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები