სამშაბათი, აგვისტო 11, 2020
No menu items!
No menu items!
Home პოლიტიკა გიორგი კეკელიძე: მინდა, ზუსტად იცოდეთ, რომ ბევრი ვართ აქეთ

გიორგი კეკელიძე: მინდა, ზუსტად იცოდეთ, რომ ბევრი ვართ აქეთ

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის შეურაცხმყოფელ პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და სხვა კრიტიკოსებსაც ვრცლად პასუხობს:

“მეგობრებო!
გუშინ ოძისში, ჟურნალისტები მეორე კითხვად აუცილებლად მაგებებდნენ: ვიღაც გლანძღავდა და რას იტყვითო. მლანძღველი იგივე აღმოჩნდა, ვინც ვაჟა გაფრინდაშვილს უწუნებდა საქციელს. მე, რა თქმა უნდა, არაფერი ვუპასუხე და იმ კაცზე ლაპარაკს არც ახლა ვაპირებ.
სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრათ:
რასაც ვაკვირდები, მეგობრების თუ ნაცნობების შეშფოთება და შიში, ვინც მართლა იმ საქართველოსთვის იბრძვის, ილიას და ვაჟას რომ სურდათ, სულ ერთგვარია: ვაიმე, იმან ნახე რა დაწერა? ის საშიში კაცია!
ეს არის ყველაზე ცრუ და მავნებელი შფოთვა, რომელიც შეიძლება ვიღაცას შეშინებულთა შორის, სამწუხაროდ, რაღაცნაირად აწყობდეს კიდეც წამოსატირებლად – “ბნელებს მიაქვთ ეს ქვეყანა”
და ვინ ბნელებს? იმ თხუთმეტ ადამიანს, ვინც ერთმანეთის შესაგულიანებლად საბჭოთა კავშირზე ბალადებს მღერიან და არსენალში ფსკერზე მოლივლივე სიტყვები აქვთ?
ეს შიში, პირველ ყოვლის, იმ დიდ, ჩრდილოელ მეზობელს აწყობს, ამ გონებადაბინდული ხალხის უკან რომ ჩასაფრებულა. სულ ასე თამაშობდა – კი, თქვენ მართლები და ჭკვიანები ხართ, მაგრამ ჩვენ ვართ ბევრი!
არ ხართ! ძალიან, ძალიან ცოტა ხართ!
მე და ჩემი გუნდი კვირაში ხუთ სოფელს მაინც ვსტუმრობთ და იქ დიდი სიყვარულით მართლა ბევრი ხალხი გვხდება, მშრომელი ხალხი სულ სხვა განცდით. ყოველდღე ასობით მოსწავლე მწერს ბიბლიოთეკის მოწყობის თხოვნით. უამრავი ახალგაზრდა იდგა გუშინ ოძისის აქციაზე და მინდა ზუსტად იცოდეთ, რომ ბევრი ვართ აქეთ! და კიდევ უფრო მეტი ვიქნებით! აქეთ ანუ იმ საქართველოს მხარეს, რომელსაც კრემლისთვის ზურგი აქვს შექცეული და იმ მომავლისკენ იყურება, სადაც ძლიერი, დასავლური, თავისუფალი ქვეყანა მოჩანს. იყურება და შრომობს. ისინი ჩვენს გვერდით დგანან ან უფრო ზუსტად – ჩვენ ვდგავარ მათ გვერდით.
ეს ქვეყანა ძალიან ძველია. ძველი და პატარა. და ის, რომ ეს ორი სიტყვა ერთმანეთთან თანხმდება, ნიშნავს რომ გადავრჩით და გადავრჩით ასე – სწორი გზით მავლები მაინც მეტი აღმოვჩნდებოდით ხოლმე.
არავითარი პოლიტიკური განზრახულობა მე არ მაქვს და არც მექნება, უზუტესად ვიცი. ვერც ის არგუმენტი რომ ,,ხალხს ვუყვარვარ” გამოდგება ამის საცდური. შეიძლება ეს საქმე ვინმეზე უკეთ გამომივიდეს კიდეც, მაგრამ სხვაგან გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს – წერა, წიგნები, კინო, ბიბლიოთეკა, სოფლებში ხეტიალი მომწონს. ვმუშაობ და ვიმუშავებ ისევ დილის ექვსიდან შუაღამემდე, რუტინულად და ჩუმად, მაგრამ იქ, სადაც, სამშობლოს დასჭირდება, აუცილებლად ამოვიღებ ხმას და ოთხი კრემლის ტროლი და ხუთი ტროლადშობილი ვერ შემაშინებს. მეტიც, მე მათთვისაც ვიმუშავებ და აგერ, დღეს სიტყვამ მოიტანა, თორემ არასდროს დავთვლი და მით უფრო არ გავრიყავ – ვეცდები ხელი გავუწოდო და ვუთხრა: ფრთხილად, მეგობარო, იქით – ორჯონიკიძეა, აქეთ – ჭავჭავაძე.
კარგ კვირას გისურვებთ, _ წერს კეკელიძე

Timer.Gehttp://timer.ge
საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო Timer.ge პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები