სამშაბათი, აგვისტო 11, 2020
No menu items!
No menu items!
Home პოლიტიკა დატოვოს საკრებულო ერეკლე კუხიანიძემ – აქცია თბილისში

დატოვოს საკრებულო ერეკლე კუხიანიძემ – აქცია თბილისში

დატოვოს საკრებულო ერეკლე კუხიანიძემ! – ამ მოთხოვნით სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები დღეს თბილისის საკრებულოსთან შეიკრიბებიან.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ყოვლად მიუღებელია თბილისს მსგავსი სამარცხვინო დეპუტატი ჰყავდეს და მას უფლებამოსილება დაუყოვნებლივ უნდა შეუწყდეს.

“კატეგორიულად მოვითხოვთ, თბილისის საკრებულო თავისივე განცხადებით დატოვოს არამზადა და ამაზრზენმა საჯარო მოხელემ. მან შეურაცხყოფა მიაყენა თითოეული ჩვენგანისთვის საამაყო, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს. მას არც მორალური, არც პოლიტიკური და აღარც ადამიანური უფლება აღარ აქვს რომ თბილისის საკრებულოში დარჩეს,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარალელურად, კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭირო პროცედურის დაწყებას გეგმავს საკრებულოს ოპოზიცია – საჭიროა 10 დეპუტატის ხმა.

“ქართული ოცნების” დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. ის უკვე რამდენიმე დღეა რაც საკუთარი განცხადებების გამო მწვავე კრიტიკის ობიექტია.

კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად, რუსეთზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კრემლთან ურთიერთობების დალაგებაში ხელისუფლებას ხელს პროვოკაციები უშლის.

Timer.Gehttp://timer.ge
საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო Timer.ge პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები