კვირა, აგვისტო 9, 2020
No menu items!
No menu items!
Home ON.GE ლელო BBC-ის რუსული ბიუროსგან ბოდიშს მოხდას ითხოვს

ლელო BBC-ის რუსული ბიუროსგან ბოდიშს მოხდას ითხოვს

პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, BBC-ის რუსული ბიუროსგან ბოდიშის მოხდას ითხოვს იმის გამო, რომ ოკუპირებული აფხაზეთი სუვერენულ ერთეულად მოიხსენიეს. მათი თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელის აფხაზეთის პრეზიდენტად მოხსენიება წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო სამართლით დადგენილი საზღვრების უგულებელყოფას და ქართული სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფას.

ლელოს განცხადებით, გამოცემას უკვე გაუგზავნეს საპროტესტო ნოტა და მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ ჩაასწორონ მცდარი ინფორმაცია.

გარდა ამისა, პარტიაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ საკითხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერაც არ გამოხმაურებია, რაც კატეგორიულად მიუღებელია. On.ge უწყებას დაუკავშირდა, მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

12 იანვარს BBC-ის რუსულმა ბიურომ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ოპოზიციის ზეწოლის შემდეგ გადადგა. ამ მასალაში ოკუპირებული რეგიონი მოხსენიებულია, როგორც “საქართველოსგან გამოყოფილი რესპუბლიკა”. სტატიაში არ არის გამოყენებული სიტყვები დე ფაქტო ან თვითაღიარებული და ე.წ. უწყებები ოფიციალურ სახელმწიფო ორგანოებად არის წარმოჩენილი.

საერთაშორიო მედიები, მათ შორის BBC-ის სათაო ოფისი, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე წერისას ძირითადად იყენებენ ტერმინებს: თვითაღიარებული და დე ფაქტო რესპუბლიკები ან საოკუპაციო რეჟიმი.

On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები