” ილუზიები არ უნდა გვქონდეს, რომ პუტინის გავლენის პირობებში შესაძლებელი იქნება გარღვევა და ამ გზით, გვერდს ავუვლით ოკუპაციის პრობლემას”

0
15

ილუზიები არ უნდა გვქონდეს, რომ პუტინის გავლენის პირობებში, ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით გარღვევა იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის მიერ ალხას კვიცინიას განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვაზე საუბრისას აღნიშნა.

ბოკერიას თქმით, ჯერ უნდა შეიცვალოს უსაფრთხოების ვითარება.

„სანამ რუსეთს აქვს ექსკლუზიური კონტროლი საქართველოს ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეუძლებელი იქნება რამე გარღვევის მიღწევა. ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან უნდა გვქონდეს წვდომა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, ოღონდ ილუზიები არ უნდა გვქონდეს, რომ პუტინის გავლენის პირობებში შესაძლებელი იქნება გარღვევა და ამ გზით, გვერდს ავუვლით ოკუპაციის პრობლემას. ეს თავის მოტყუება იქნება“, – განაცხადა ბოკერიამ.