პირი, რომელმაც ანრი ოხანაშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ლელოში გაწევრიანებამდე ქართული ოცნების ზესტაფონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო

პირი, რომელმაც ბაკურიანში ქართული ოცნების დეპუტატს, ანრი ოხანაშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ლელოში გაწევრიანებამდე ქართული ოცნების ზესტაფონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო.

შსს-მ ბაკურიანის ინციდენტზე გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო და პოლიციის დაუმორჩილების ბრალდებით ვახტანგ რობაქიძე დააკავა. 

სამთავრობო მედია, დაკავებულ რობაქიძეს, როგორც ლელოს წევრსა და წარსულში რამდენჯერმე ნასამართლებს, ისე მოიხსენიებს. 

თუმცა, რატომღაც ავიწყდებათ რომ დაკავებული ვახტანგ რობაქიძე, გასულ წლებში, ქართული ოცნების მხარდამჭერი და ზესტაფონის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი იყო. 

მეტიც, ის მცირე ხნით ქართული ოცნების პარტიული რეკომენდაციით, ზესტაფონის მერიაშიც მუშაობდა. 

თუმცა, შემდეგ, ვახტანგ რობაქიძეს უთანხმოება მოუვიდა პარლამენტის დეპუტატ შალვა კიკნაველიძესთან. 

მანამდე კი: რობაქიძემ ერთერთ ადგილობრივთან იჩხუბა, რის გამოც ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პირობითი სასჯელი დააკისრა. 

რობაქიძე თვლიდა რომ ქართული ოცნების პარტიული ბოსები მას არ დაეხმარნენ და გაწირეს, რაც პარტიიდან მისი წასვლის მიზეზი გახდა.

ის ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატიც იყო. რობაქიძის დედა ზესტაფონის ერთერთი კლინიკის მეწილეა. 

შეგახსნებეთ რომ გავრცელებული ინფორმაციით, ვახტანგ რობაქიძემ დაბა ბაკურიანის ერთერთ კაფეში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქართული ოცნების დეპუტატ ოხანაშვილს, რომელიც ოჯახთან ერთად ვახშმობდა.

You may have missed