12.8 C
London
კვირა, მაისი 31, 2020

NYT კიდევ ერთი ვიდეოთი ამტკიცებს, რომ უკრაინულ თვითმფრინავს ორი ირანული რაკეტა დაეჯახა

- Advertisement -
- Advertisement -

ამერიკული გამოცემა New York Times უკრაინული ავიალაინერის ჩამოგდების მორიგ ვიდეოს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ თვითმფრინავს ორი ირანული რაკეტა დაეჯახა. გამოცემა ასევე ამბობს, რომ ვიდეოს ნამდვილობის დადასტურება შეძლეს.

გამოცემის ინფორმაციით, შავ-თეთრ ვიდეოზე, რომელიც სათვალთვალო კამერამ გადაიღო, ჩანს ჯერ ერთი რაკეტა, 23 წამის შემდეგ კი მეორე. შეჯახებიდან რამდენიმე წამის განმავლობაში სიბნელეში არაფერი ჩანს, თუმცა შემდეგ მიწისკენ ცეცხლმოკიდებული ობიექტი მიემართება.

ვიდეოს კადრებზე თარიღად მითითებულია “2019-10-17” და არა 2020 წლის 8 იანვარი, როცა მოხდა კატასტროფა. New York Times-ის ვერსიით, კამერების სისტემაზე თარიღი სპარსული კალენდრის მიხედვით არის აღბეჭდილი და არა გრიგორიანულით. მეორე თეორიის მიხედვით, კი თარიღების შეუთავსებლობა შესაძლოა გრიგორიანული და სპარსული კალენდრების ნაკიანი წლების ან თვეების განსხვავებამ განაპირობა.

გამოცემა წერს, რომ რაკეტები ირანის სამხედრო ბაზიდან გაუშვეს, რომელიც თვითმფრინავიდან 13 კილომეტრშია განლაგებული. მათივე თქმით, ამ ვიდეოზე დაყრდნობით მტკიცდება, თუ რატომ შეწყვიტა მუშაობა თვითმფრინავის ტრანსპონდერმა ერთი წუთით ადრე, სანამ მას მეორე რაკეტა შეეჯახებოდა. გარდა ამისა, ვერც ერთმა რაკეტამ თვითმფრინავი ჰაერში ვერ გაანადგურა. ავიალაინერს ჯერ ცეცხლი გაუჩნდა, შემდეგ აფეთქდა და ჩამოვარდა.

NYT ამბობს, რომ ვიდეო ირანის სამხედრო ბაზიდან ოთხ კილომეტრში, სოფელ ბიდკანესთან, ერთ-ერთი შენობის სახურავიდან არის გადაღებული.

8 იანვარს ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა პირი, 168 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი, გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ შორის უკრაინელები, ირანელები, კანადელები და ბრიტანელები.

ირანმა ოთხდღიანი დაგვიანებით აღიარა, რომ თვითმფრინავი მათ “ადამიანური შეცდომით” ჩამოაგდეს, რაც “ამერიკის ავანტიურიზმმა” გამოიწვია. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განმარტებით, უკრაინული თვითმფრინავი “მგრძნობიარე” და “კრიტიკულ” ვითარებაში გაფრინდა, მაშინ, როცა ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შურისსაძიებლად ამერიკულ სამხედრო ბაზებს ბომბავდნენ.

ირანის ამ აღიარებამდე საერთაშორისო მედია წერდა, რომ ირანმა უკრაინული თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო. მალევე გავრცელდა ვიდეომასალაც, სადაც შემთხვევა იყო ასახული.

უკრაინულის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თვითმფრინავი აფრენიდან თითქმის 2 წუთში რადარებიდან გაქრა. მათივე თქმით, მომხდარის გამო გაურკვეველი დროით ირანში ფრენებს შეწყვეტენ.

კომპანიის ტექნიკური დირექტორის განცხადებით, ბოინგი 2016 წელს გამოშვებულია და ბოლო ტექნიკური შემოწმება 6 იანვარს გაიარა. მისი თქმით, შემოწმებისას პერსონალს არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ აღმოუჩენია და არც ეკიპაჟს უცნობებია რაიმე სახის პრობლემაზე. მისივე თქმით, ეს ბოინგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მათ შორის, რაც კომპანიას გააჩნდა.

ირანი უარს ამბობს შავი ყუთი უკრაინას გადასცეს, თუმცა დათანხმდა იმას, რომ გამოძიებაში უკრაინელი ექსპერტებიც ჩაერთონ.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news