ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home ON.GE ეჭვი მაქვს, რომ ოპოზიციისთვის არც პროპორციულია მისაღები — გია ვოლსკი

ეჭვი მაქვს, რომ ოპოზიციისთვის არც პროპორციულია მისაღები — გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ვიცე სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციისთვის არც პროპორციული საარჩევნო სისტემა არ არის მისაღები. მისივე თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების ფორმატი უნდა გაგრძელდეს, რადგან გამოჩნდეს, ვინ რას სთავაზობს ქვეყნის მომავლისათვის.

“ეჭვი მაქვს, რომ საერთოდ არცერთი ვარიანტი მისაღები არ არის. არც პროპორციული არ არის მისაღები, ახლა გამიჩნდა ეს შეკითხვა და ნელ-ნელა ეს შეკითხვა გადადის გარკვეულ დასტურში. მეხუთე რაუნდი უნდა შედგეს იმიტომ, რომ სულ მცირე საზოგადოებამაც, საერთაშორისო პარტნიორებმაც და ორგანიზაციებმაც უნდა დაინახონ, რომ რეალურად ვინ რას სთავაზობს იმისათვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იქნეს სტაბილურობისა და განვითარების პერსპექტივა”— განაცხადა გია ვოლსკიმ.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პირობა არ შეასრულა და ქართული ოცნების ე.წ. აჯანყებულმა დეპუტატებმა ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საერთო პროტესტი დაიწყო. დაპირისპირებული ოპოზიციური ჯგუფები ერთი მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდნენ — ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემითა და ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარება.

პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიპლომატების მედიატორობით მოლაპარაკებების ფორმატი დაიწყო. იანვრის ბოლოს, მოლაპარეკებათა მეხუთე რაუნდი უნდა გაიმართოს. მმართველმა გუნდი ოპონენტებს ახალ სამოქმედო გეგმას სთავაზობს. საუბარია იმაზე, რომ პარლამენტში პროპორციული წესით 100 დეპუტატი აირჩიონ, ნაცვლად 77-სა. ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება.

On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები