ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home ON.GE როგორ შეიძლება ილაპარაკო, საქართველოში მედიის პრობლემებია? — გაჩეჩილაძე აშშ-ს კრიტიკაზე

როგორ შეიძლება ილაპარაკო, საქართველოში მედიის პრობლემებია? — გაჩეჩილაძე აშშ-ს კრიტიკაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გია გაჩეჩილაძეს მიაჩნია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არაინფორმირებულები არიან. ინფორმაციის ნაკლებობის მაგალითად გაჩეჩილაძე ამერიკელების მხრიდან მედიასთან დაკავშირებული პრობლემების ხსენება მოჰყავს.

როგორც გაჩეჩილაძე ამბობს, დღეს საქართველოში გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული არ არის.

“ბოლო წერილი რომ ვნახე, ცოტა გამიკვირდა. იმიტომ, რომ რაღაცა აქ არაინფორმირებული საკითხიც დგას ალბათ. როგორ შეიძლება საქართველოზე ილაპარაკო, რომ საქართველოში არის მედიის პრობლემები? მაგალითად, როდესაც, რა ვიცი, რამდენი მედია გაჩნდა. ადამიანები რასაც უნდა, იმას აკეთებენ, რასაც უნდა, იმას ლაპარაკობენ, ზოგი სანაგვე მანქანაზეა ატორღიალებული და იქედან კივის. ზოგი სად არის და ზოგი სად არის და გამოხატვის თავისუფლება როგორ არის შეზღუდული?”, — განუცხადა ფორმულას გაჩეჩილაძემ.

24 იანვარს საქართველოს მთავრობას კრიტიკული გზავნილები კიდევ ორმა კონგრესმენმა გამოუგზავნა. კონგრესმენმა ბრაიან ბაბინიმ დაწერა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველო და ქვეყნისთვის გაწეული რესურსები საფრთხილო და ნეგატიურ კონტექსტში განიხილება. კონგრესმენმა პეტ ოლსონმა კი განაცხადა, რომ კორუმპირებული საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს.

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამდენიმე კრიტიკული წერილი მისწერეს, რომელშიც სხვადასხვა საკითხს ეხმიანებიან, მათ შორის ანაკლიის პორტს, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებსა, არჩევნებსა და მედიას.

გუშინ, 26 იანვარს, ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ სენატორ როჯერ ვიკერის წერილი გაასაჯაროვა. მათი თქმით, წერილი სენატორმა გიორგი გახარიას დეკემბრის თვეში გამოუგზავნა. გასაჯაროებულ წერილში სენატორი აღნიშნავს, რომ წარმატებული დემოკრატიული წინსვლასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ მოვლენებზე შეშფოთებულია.

გაიგეთ მეტი:

On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები