“ივანიშვილს შეუძლია თავისი ბედის გადარჩენა, თუ არა და მაჟორიტარულ სისტემასთნ ერთად დაიმარხება” – გიგი უგულავა | Rustavi2

როდის შედგება დიალოგის მორიგი სერია ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის – ჯერ ზუსტ თარიღს ვერავინ აკონკრეტებს. შეხვედრა თვის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში უნდა გაიმართოს.

მრგვალი მაგიდის განხილვის თემა საარჩევნო სისტემაა. მხარეებმა ხედვები კიდევ ერთხელ უნდა გაცვალონ. მეხუთე რაუნდამდე კი ოპოზიცია შიდა კონსულტაციების მიზნით დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა.

მოლოდინებს არ ვქმნი მე ზედმეტს, ჩვენთვის ეს არის პროცესი, მათ შორის ნერვების პროცესი და ჩვენი ვალია, მათ შორის გვაქვს მანდატი საზოგადოების მიერ მოცემული, მაქსიმუმი წამოვიღოთ და თუ ვერ შევძელით, მაგიდის აყირავება შერჩეს და შეეტენოს “ქართულ ოცნებას.” შედეგი მინიმუმ იქნება ის, რომ “ქართული ოცნება” დაკარგავს საერთაშორისო ლეგიტიმაციას, დაკარგავს არჩევნების შემდეგ ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაციას, ეს გარდაუვალი პროცესია. ამ პროცესის შეჩერება და საკუთარი ბედის გადარჩენა ივანიშვილს შეუძლია თუ დათანხმდება პროპორციულ სისტემას, თუ არადა მაჟორიტარულ სისტემასთან ერთად დაიმარხება,” – აცხადებს “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი გიგი უგულავა.

“100/50-ზე ჩვენთვის არამარტო არითმეტიკულად არის მიუღებელი, არამედ მას აქვს წინაპირობა მიბმული, რომ 2020 წლიდან დაწყებული, აღარასოდეს აღარ იქნება საქართველში პროპორციული არჩევნები.

ვერცერთი ჩვენი მხარდამჭერი და საქართველოს ვერცერთი მოქალაქე ვერ გაიგებს, როგორ შეიძლება უარი თქვას ოპოზიციამ იმაზე, რასაც მთელი საქართველო ითხოვს, ამიტომ ეს წინადადება ჩვენთვის არის აბსოლუტურად უპირობოდ მიუღებელი,” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.

You may have missed