ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home ON.GE პატრიოტთა ალიანსმა NDI-სა და IRI-ს აკრძალვის მოთხოვნით აშშ-ს საელჩოსთან აქცია გამართა

პატრიოტთა ალიანსმა NDI-სა და IRI-ს აკრძალვის მოთხოვნით აშშ-ს საელჩოსთან აქცია გამართა

პატრიოტთა ალიანსმა საქართველოში NDI-სა და IRI-ს საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით აშშ-ს საელჩოსთან აქცია გამართა. აქციაზე ჟღერდა როგორც ანტიდასავლური, ასევე ანტიამერიკული მესიჯები. როგორც პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილმა თქვა, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და არა “ლორა თორტონისა და კრამერის საცდელი ლაბორატორია” და არავის წინაშე ამ “ღირსებას დათმობას” არ აპირებენ.

ირმა ინაშვილი ამ.ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებით უკმაყოფილოა მოითხოვს, რომ კვლევების “გაყალებებისა” და “კორუფციის” გამო გამოძიება დაიწყოს.

“მივმართავთ აშშ-ის ხელისუფლებას, დავიღალეთ, შეურაცხყოფილი ვართ ხალხი. ვითხოვთ, აიკრძალოს NDI-ს და IRI-ს საქმიანობა საქართველოში, დამთავრდეს ეს ტყუილი. დღევანდელი აქციის მოთხოვნებს, მივაწვდით კონგრესმენებსაც, სენატორებსაც, ევროდეპუტატებსაც, ყველას, ვიმოქმედებთ ისე, რომ ერთად დავიცვათ საქართველო”, — განაცხადა ინაშვილმა.

პატრიოტთა ალიანსის კიდევ ერთი ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა ქვეყნის ნეიტრალიტეტის მოთხოვნა დააყენა და ნეიტრალიტეტის შესახებ მის მიერ ჩატარებული კვლევა დაიმოწმა. როგორ თარხან-მოურავი ამბობს, მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 77% სამხედრო მიუმხრობლობას უჭერს მხარს.

ინაშვილი ამტკიცებს, რომ ამ ორგანიზაციების ქართული ოფისები კვლევებსა და გამოკითხვებს აყალბებენ, რაც “ნაციონალური მოძრაობისადმი მათი პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო ხდება”.

NDI-ს ბოლო კვლევა 16 იანვარს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, პატრიოტთა ალიანსს გამოკითხულთა 5% უჭერს მხარს. კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, პარტიას ამომრჩეველთა 3% მისცემს ხმა

On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები