ნეთანიაჰუ შტატებში გაემგზავრა – ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო გეგმას ვაშინგტონში განიხილავენ | Rustavi2

ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის განსახილველად შტატების პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერი და მისი ოპონენტი ბენი განცი ვაშინგტონში მიიწვია.

შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ აეროპორტში განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შემდეგ ის და ტრამპი ისტორიაში შევლენ. დონალდ ტრამპი ვაშინგტონში, პალესტინასა და ისრაელს შორის არსებული მრავალწლიანი კონფლიქტის დარეგულირების გეგმაზე საუბარს აპირებს.

ისრაელთან დაპირისპირებული მხარე შეერთებულ შტატებში ტრამპის ადმინისტრაციას არ მიუწვევია. პალესტინელი ლიდერები კი აცხადებენ, რომ მათ გარეშე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.

ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები 2014 წელს შეწყდა.

You may have missed