რუსეთთან ვერ შეთანხმების შემდეგ, ბელარუსმა ნორვეგიიდან ნავთობის პირველი პარტია მიიღო

0
14

ბელარუსმა ნორვეგიიდან ნავთობის პირველი ნაწილი მიიღო. დღეს, 26 იანვარს, კლაიპედსკის პორტიდან ბელარუსის ქალაქ ნოვოპოლოცკში სარკინიგზო გზით 3,5 ათასი ტონა ნავთობი ჩავიდა. საწვავი ბელარუსის რკინიგზის სადგურ ნოვოპოლოცკში ჩავიდა. ბელარუსმა ნორვეგიისგან სულ 86 ტონა ნავთობი შეიძინა და ნავთობი ორი კვირის განმავლობაში ბელარუსში ეტაპობრივად ჩავა.

ბელარუსმა რუსული ნავთობის იმპორტის ალტერნატივაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთთან ფასზე ვერ შეთანხმდნენ. შედეგად, რუსეთმა ბელარუსს პირველ იანვარს ნავთობის მიწოდება შეუწყვიტა და ოთხ იანვარს ნაწილობრივ აღუდგინა.

21 იანვარს, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის რაოდენობა 30-40%-მდე უნდა შემცირდეს.

ლუკაშენკოს თქმით, ნავთობის მოწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აგრეთვე მიმდინარეობს აშშ-სთან, საუდის არაბეთთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან.