ის იყო ლეგენდა — ბარაკ ობამა და დონალდ ტრამპი კობი ბრაიანტზე

0
50

ამერიკის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, დონალტ ტრამპი და ბარაკ ობამა ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის გარდაცვალებას ეხმიანებიან.

“კობი მოედანზე ლეგენდა იყო და სწორედ ახლა იწყებოდა მისთვის ის, რაც ცხოვრების მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა გამხდარიყო. ჯიჯის გარდაცვალება განსაკუთრებით გულისმომკვლელია ჩვენთვის, როგორც მშობლებისთვის. ამ წარმოუდგენელ დღეს მე და მიშელი გიგზავნით სიყვარულს და ვლოცულობთ ვანესასთვის, ასევე, ბრაიანტების ოჯახებისთვის”, — წერს ობამა.

“შესანიშნავი კალათბურთელი კობი ბრაიანტი და 3 ადამიანი დაიღუპა კალიფორნიაში ავიაკატასტროფის დროს. ეს საშინელი ამბავია”, — წერს ტრამპი.

კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. TMZ-ის ინფორმაციით, ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის შვილიც გარდაიცვალა.

როგორც საერთაშორისო მედია წერს, ბრაიანტი საკუთარ ვერტმფრენში მინიმუმ სამ სხვა ადამიანთან ერთად იმყოფებოდა. ამჟამად 5 ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული. ცნობილია, რომ ბორტზე არ იყო მისი ცოლი, ვანესა ბრაიანტი.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კობი ბრაიანტი აღიარებულია კალათბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვარსკვლავად. ის 20 წლის განმავლობაში ლოს-ანჯელეს ლეიკერსში თამაშობდა. მოგებული აქვს, NBA-ს ხუთი ჩემპიონატი და 18 All Star თამაში. ის იყო ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც NBA-ში თამაშში 18 წლის ასაკში დაიწყო და კარიერა 2016 წელს დაასრულა. ბრაიანტი NBA-ს ისტორიაში პირველი მცველია, რომელმაც მინიმუმ 20 სეზონი ითამაშა.

გაიგეთ მეტი: