თურქეთში, ქალაქ ელიაზიგში 6-სართულიანი შენობის დემონტაჟი გვიან ღამემდე გაგრძელდა | Rustavi2

თურექთში, ქალაქ ელიაზიგში, მუსტაფას მოედანზე გვიან ღამემდე გაგრძელდა შენობის დემონტაჟი. სამაშველო სამსახურები სამი სხვადასხვა სპეცტექნიკით იმ 6-სართულიან კორპუსს ანგრევდნენ, რომელიც მიწისძვრის დროს მნიშვნელოვანად დაზიანდა.

ძლიერი დამტვერიანობის გამო, პროცესში ჩართეს სახანძრო სამსახურიც.

24 იანვარს შენობის ნაწილი სრულად ჩამოიშალა, ნაწილი კი საცხოვრებლად უვარგისი გახდა. კორპუსის ათობით მაცხოვრებელი იმ სახლის დემონტაჟს, რომელშიც წლების განმავლობაში იცხოვრეს, ჯებირებიდან უყურებდა.

უსახლკაროდ დარჩენილები დახმარებას და ბინებით უზრუნველყოფას ელიან. თურქეთის პრეზიდენტი მედიასთან გამართულ შეხვედრაზე მოსახლებას დახმარებას დაჰპირდა.

You may have missed