კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა | Rustavi2

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი უკვე 80-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულია 3 ათასამდე ადამიანი. კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ევროპაშიც. საფრანგეთში ვირუსით 3 ადამიანია დაინფიცირებული. მედიკოსების განცხადებით, ვირუსი სიმპტომების გამოვლენამდე ვრცელდება.

ჩინეთში ვითარების ადგილზე გასაცნობად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გაემგზავრება. პნევმონიის გამომწვევი ვირუსის სამკურნალოდ შესაბამისი ვაქცინა ამ დრომდე არ არსებობს. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დეკემბერში, ქალაქ უხანში დაფიქსირდა.

You may have missed