სირიის სამთავრობო ძალებმა ამბოხებულების კონტროლირებადი ქალაქების ნაწილი დაიკავა | Rustavi2

სირიის სამთავრობო ძალებმა ამბოხებულების კონტროლირებადი ქალაქების ნაწილი დაიკავა. კერძოდ, ბაშარ ალ-ასადმა კონტროლი იდლიბის პროვინციის 6 ქალაქზე მოიპოვა.

რუსეთის მხარდაჭერით სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბსა და ალეპოში ავიაიერიშები რამდენიმე კვირის წინ განაახლეს. თავდასხმებს ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები ემსხვერპლნენ.

იდლიბი სირიაში ერთადერთი პროვინციაა, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ.

You may have missed