ხაბეიშვილის ცემასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობა” საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს | Rustavi2

“ნაციონალური მოძრაობა” საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. ოპოზიცია იმ ფაქტს აპროტესტებს, რომ საკრებულოში ჩხუბის დროს, ლევან ხაბეიშვილის ცემასთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრები ამ დრომდე არ დაკითხულან. სახელდება გვარებიც: ავთანდილ ცინცაძე, ალექსანდრე ხუჯაძე და თარაშ შურღაია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს მმართველი გუნდის ის სახეები არიან, რომლებმაც ოპოზიციონერ დეპუტატზე ჯგუფურად იძალადეს. 

“ანრი ოხანაშვილზე, რომელსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დაუყოვნებლივ აღიძრა საქმე და დაუყოვნებლივ დააკავეს ეს ადამიანი. ამ ფონზე, როდესაც ჯგუფურად იძალადეს, ეს ადამიანები გამოკითხულებიც კი არ არიან. კიდევ ერთხელ ვამხელთ იმ მოძალადეებს, რომლბიც სამარცხვინოდ, ორგანიზებულად დაესხნენ ლევან ხაბეიშვილს თავს და ვაპირებთ, რომ მივმართოთ საერთაშორისო საზოგადოებას.

ვაპირებთ, რომ დავესწროთ კომისიის სხდომებსაც და საკრებულოს სხდომებსაც, ვინაიდან მათი ამოცანა სწორედ ეს იყო, რომ გავეჩუმებინეთ და გაჩუმებულიყო ლევან ხაბეიშვილი, ამიტომ ვერ ეღირსებიან ამას,”- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ.

ამ თემაზე უმრავლესობა კომენტარისგან თავს იკავებს.

You may have missed