“ვფიქრობ, დასავლეთთან მშვენიერი ურთიერთობები გვექნება, ვერ ვხედავ ადამიანებს, ვინც მათ აუჯანყდება”- მეუფე იაკობი | Rustavi2

ბოდბეში, სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდეგ, ეპისკოპოსმა იაკობმა იქადაგა. მეუფე იაკობმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, ქვეყნის დამაზიანებელი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ. 

“ჩვენ ვიცით, რომ რთული ვითარებაა მსოფლიოში. ხანდახან შევხედავ ხოლმე ტელესივრცეს, შეიძლება იფიქრო, არაფერი არ გვეშველებაო, მაგრამ ასეც არ არის. მშვიდობაც უნდა იყოს, არჩევნებიც მშვიდად ჩატარდეს, ვისაც წონა აქვს პოლიტიკაში, არ გააკეთონ ისეთი განცხადებები. სიტყვის თავისუფლებაა და სალაპარაკო ენა ყველასთან უნდა გვქონდეს. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი დალაგდება. ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ და როცა დავაშავებთ, ბოდიშის მოხდა უნდა შეგვეძლოს. ერთმანეთთან ისე უნდა ვისაუბროთ, რომ ანგარიშსწორებას არ გავდეს. მე ვფიქრობ, რომ ამერიკასთან და ევროპასთანაც მშვენიერი ურთიერთობები გვექნება, ვერ ვხედავ ადამიანებს, ვინც მათ აუჯანყდება,”- განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას. 

You may have missed