ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home Rustavi2.Ge "საზოგადოებამ თავად ნახა პირდაპირ ეთერში როგორ სვავებივით, ლაჩრულად დამესხნენ თავს" - ლევან...

“საზოგადოებამ თავად ნახა პირდაპირ ეთერში როგორ სვავებივით, ლაჩრულად დამესხნენ თავს” – ლევან ხაბეიშვილი | Rustavi2

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი პოლიციის განყოფილებაში უკვე მეორედ დაიბარეს.

სამართალდამცველებს ლევან ხაბეიშვილთან კითხვები ამჯერადაც 24 იანვარს, საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე ექნებათ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრს პოლიციამ განყოფილებაში მეორედ მისვლა მას შემდეგ სთხოვა, რაც ინციდენტთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” წევრები დაიკითხნენ.

ლევან ხაბეიშვილი დაზარალებულად ცნობას ითხოვს. ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან და მხარდამჭერებთან ერთად მივიდა.

“მე მეორედ მომიყვანეს. 2-3 დღე გავიდა, რეაგირება არ აქვთ. გულწრფელად მეფიქრება და არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოო ჯამში კინგბოქსიორებისა და მოჭიდავეების, კოლექტიური ოლეგა იაძეების ცემა აქეთ დამაბრალონ.

ახლა ის კი უნდა გამოირკვეს, სახელმწიფო გვაქვს, არ გვაქვს, საერთოდ ვინ არიან ეს ხალხი და რას აკეთებენ. სხვა ამ საქმეში გასარკვევი არაფერი არ არის. საზოგადოებამ თავად ნახა პირდაპირ ეთერში როგორ სვავებივით, ლაჩრულად  დამესხნენ თავს,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

24 იანვარს საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

Rustavi2.gehttp://www.rustavi2.ge
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რომელიც 1994 წელს დაარსდა, ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში.“
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები