არავითარი ჩარევა, ჩემი ძმა განარიდეს ადგილიდან — ლევან იზორია პატრულთან ინციდენტზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია აცხადებს, რომ მისი ძის პატრულთან ინციდენტის შემდეგ გათავისუფლების საქმეში არავინ ჩარეულა, არამედ იგი უბრალოდ განარიდეს. პოსტივის ეთერში შალვა რამიშვილთან ინტერვიუში ლევან იზორია განმარტავს, რომ ინციდენტის დროს თავად ამ ყველაფერზე არაფერი იცოდა და მხოლოდ მისი ამოწურვის შემდეგ გაიგო ამბავი:

“აგრესიაში გადაიზარდა, დაადეს ბორკილები, ამას მოჰყვა ის, რაც ვნახეთ. შემდეგ ის ადგილიდან განარიდეს. ბორკილდადებული მე ვერ დამიკავშირდებოდა და ვერც პოლიციელებს. პატრულმა ზემდგომები საქმის კურსშ ჩააყენა გაარკვიეს ვითარება და განარიდეს. არავითარი ჩარევა…”.

ლევან იზორიას თქმით, კადრებში ჩანს მისი მძღოლიც, რომელიც მისივე ძმას ბავშვობიდან იცნობს და ადგილზე სახლში წასაყვანად მიაკითხა.

23 იანვარს მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას და როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას ჩარევის შემდეგ. ვიდეო ტელევიზიას იმ პოლიციელმა მიაწოდა, რომელმაც 2014 წელს იზორიას ძმა დააკავა.

კადრებში ჩანს, როგორ უხსნის პოლიციელი გიორგი დვალიშვილი მაღალჩინოსნის ძმას, რომ საჯარო სივრცეში არ უნდა იგინებოდეს, რამაც ის გააღიზიანა და გინება გააგრძელა. ამის შემდეგ პოლიციელი მას განუმარტავს, რომ წვრილმანი ხულიგნობისთვის აკავებს, რაზეც პასუხად იღებს: “მიდი დავაი”. თუმცა, მას შემდეგ, რაც პოლიციელი მისკენ ბორკილებით მიდის ის გაკვირვებულია, წინააღმდეგობას უწევს მას და ამბობს, რომ ლევან იზორიას ძმა არის.

You may have missed