ორშაბათი, აგვისტო 10, 2020
No menu items!
No menu items!
Home პოლიტიკა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გაფრთხილება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გაფრთხილება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ტელეკომპანია კავკასია“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.
ტელეკომპანიის ეთერში განთავსებული იყო მხატვრული ფილმები „Family Man”, “Everyone says I love you”, „Fifth Element”, „Charlies Angels“, „Sherlok Holmes“, „Pirates of the Caribbean“, „Devil Wears Prada“, „Valentines Day“, „Alice in Wonderland“, „Kate and Leopold“, რომელთა ეთერში გაშვების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა შპს „ტელეკომპანია კავკასიამ“ ვერ შეძლო.
საკითხის საჯარო სხდომაზე განხილივ შემდეგ კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია კავკასიამ“ დაარღვია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენცია, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულება, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები.

კომისიამ შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ („არ დაიდარდო”, ფორტუნა+“, ფორტუნა“, „ავტორადიო“) რადიოარხები შეამოწმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ ოთხი რადიოსადგური („არ დაიდარდო”, „ფორტუნა+“, „ფორტუნა“, „ავტორადიო“) შეამოწმა და მიიჩნია, რომ კომპანია  კომერციული რეკლამას წესების დარღვევით ანთავსებდა, რის გამოც ჰოლდინგი წერილობით გააფრთხილა.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ („არ დაიდარდო”, „ფორტუნა+“, „ფორტუნა“, „ავტორადიო“)  რადიოსადგურების მონიტორინგი 2016 წლის 18 და 19 იანვარს ჩაატარა და სპონსორზე მითითების, კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების მართლზომიერება შეისწავლა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ რადიო ეთერებში რიგი გადაცემების სპონსორზე მითითებისას ადგილი აქვს საქონლის/მომსახურების დეტალურ აღწერას იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლები შეიცავს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.

კომისიამ საკითხი საჯარო სხდომაზე შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილა და საკითხთან დაკავშირებით ყველა მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ კომპანიამ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველო კანონის, რის გამოც სანქცია – წერილობითი გაფრთხილება დააკისრა.

კომისიამ შპს „სამაუწყებლო სახლი“ (რადიო „შანსონი“) წერილობით გააფრთხილა 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სამაუწყებლო სახლი“ (რადიო „შანსონი“) სპონსორზე მითითების წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

2016 წლის 25 იანვარს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა  შპს ,,სამაუწყებლო სახლის“ (,,შანსონი“) სპონსორზე მითითების, კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების წესების დაცვის კონტროლის მიზნით შეამოწმა. მონიტორინგის შედეგად გამოირკვა, რომ შპს ,,სამაუწყებლო სახლის“ (,,შანსონი“) სამაუწყებლო ბადეში განთავსებული  რიგი გადაცემების სპონსორზე მითითება შეიცავს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას.

 

საკითხის საჯარო სხდომაზე განხილვის შემდეგ კომისიამ მიიჩნია, რომ სახეზეა შპს ,,სამაუწყებლო სახლის“ მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.  

კომისიამ ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისთვის“ („აფხაზეთის ხმა“) კომერციული რეკლამის წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისთვის“ („აფხაზეთის ხმა“) კომერციული რეკლამის წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული  მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისთვის“ („აფხაზეთის ხმა“)  ეთერში, ადგილი ჰქონდა  სპონსორზე მითითების, კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევას.

ასევე კომპანიას „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ (სპორტული ბლოკის) წამყვანის დიმა ობოლაძის მონაწილეობით   ,,კრისტალბეთის” სარეკლამო რგოლი ჰქონდა განთავსებული.

„მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისას, აკრძალულია  პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირი მოწოდება  და პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება. ასევე, იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგიში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ინტელ ფონის“ განცხადების საფუძველზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებრათვა გასცა.

კომპანია ნუმერაციის რესურსით 706 090 XXX-706 092 XXX (სულ  სამი ათასი სააბონენტო ნომერი) VOIP – ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებას განახორცილებს. ნუმერაციის რესურსით სარგებლობიოს ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას. რესურსით სარგებლობის გეოგრაფიული არეალი საქართველოს მტელი ტერიტორიაა.

 

The post საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გაფრთხილება appeared first on ახალი ამბები.

ვრცლად: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გაფრთხილება

Timer.Gehttp://timer.ge
საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო Timer.ge პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები