“არსებითი ცვლილებები დოკუმენტში ვეღარ შევა”- კობახიძე ბუკიკიოს კრიტიკას პასუხობს

0
20

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ბათუმში ოფიციალურ შეხვედრებს ამ წუთებში იწყებს. პირველ შეხვედრას ჯანი ბუკიკიო პარლამენტის თავმჯდომარესთან მართავს. შეხვედრაზე ვენეციის კომისიის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების 2024 წელს გადავადებასთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრას, საქართველოს პრემიერმინისტრიც დაესწრება.

კობახიძის თქმით, მზად არის გააკეთოს ახსნა განმარტებები ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, თუ რატომ გადავადდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 4 წლით.

„შეგვიძლია ძალიან მკაფიოდ ავუხსნათ ჯანი ბუკიკიოს ის თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილებების მიზეზი. ამ გადაწყვეტილებებს ჰქონდა თავისი მიზეზი, ამაზე გვექნება დღეს საუბარი და დარწმუნებული ვართ, რომ ბატონი ჯანი ბუკიკიოსგან იქნება ბუნებრივია, შესაბამისი პასუხი. როგორც მოგეხსენებათ, მესამე მოსმენის განხილვის პროცესში შესაძლებელია მხოლოდ სარედაქციო ცვლილებების შეტანა დოკუმენტში, აქედან გამომდინარე არსებითი ცვლილებები დოკუმენტში ვეღარ შევა,“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

წყარო:რუსთავი2

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here