ტერაქტი ლონდონის მეტროში-ჰოსპიტალიზებულია 18 ადამიანი

0
17

ლონდონის მეტროში აფეთქების შედეგად18 ადამიანზე მეტი დაშავდა. 18 პირი ჰოსპიტალიზებულია.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს. როგორც ექიმები აცახდებენ, არც ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე არ არის.

პოლიციამ “პარსონ გრინის” სადგურში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა პლასტმასის სათლში იყო მოთავსებული. მომხდარის გამო დროებით დაიხურა “პარსონ გრინისა” და ამავე ხაზის კიდევ რამდენიმე სადგური.
წყარო:საზოგადოებრივი მაუწყებელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here