გახმაურებულ საქმეებზე დახურული ინფორმაციის გამო “გამჭვირვალობა” პროკურატურის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

0
17

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” გახმაურებული საქმეების ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს. როგორც ორგანიზაციის თავჯდომარემ ეკა გიგაურიმა განაცხადა, უპასუხოდ დარჩენილ შეკითხვებთან დაკავშირებითპროკურატურის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, პროკურატურამ საზოგადოებას გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს და ასევე, პარლამენტმა მოიწვიოს მთავარი პროკურორი და კითხვები დასვას.

„ძირითადად ეს საქმეები ეხება ფარული და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებას, ეხება წინასაარჩევნო პერიოდში კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულებს, აქ არის, დაახლეობით, 10 შემთხვევა რეგიონულ მედიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით, არის ბევრი ფაქტი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით. ეს მიუთითებს, რომ პოლიტიზირებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ 34 საქმე 4 კატეგორიად დაყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here